Страницы

მოდ1 წინასატრენინგო ნამუშევარი

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საშუალო სკოლის ფიზიკა -
       მათემატიკის მასწავლებლის გიული ყოჩიაშვილის შესრულებული წინა სატრენინგო დავალება
     „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები


1
გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საკითხავი მასალიდან ორისამი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი (საკითხი შეიძლება მოიცავდეს წინასატრენინგო საკითხავ მასალიდან ერთან მეტ სტატიას თუ რესურსს).
1.      სარკმელი მოსწავლის სამყაროში    მარინე ჯაფარიძე
  ნეიროლინგვისტური პროგრამირება პადაგოგიკის სამსახურში
2.      დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე ასპექტი  მანანა ბოჭორიშვილი
დიფერენციაციის თეორია ეყრდნობა დასკვნასრომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს (ტომლინსონი). ამ დასკვნის საფუძველზე დიფერენციაციის თეორია გვთავაზობს სტრატეგიებსრომლებიც ეხმარება მასწავლებელსგანსაკუთრებული პირობები შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს კარგად სწავლისთვისამისთვის მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სასწავლო მასალასგანსხვავებულ  დავალებებს და სხვაგვარ  პრაქტიკას
3.    როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი                     სოფიკო ლობჟანიძე

პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმარომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხსპრობლემასმის დასამუშავებლად ადგენენ გეგმასმონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
2
მოცემული საკითხებიდან შეარჩიეთ ერთი თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოკლედ აღწერეთ იგი.
პროექტგაკვეთილის დაგეგმვა

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე ახლის დაშენებასამასთანპროექტმეთოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებსმიდრეკილებებსა და ინტერესებსპროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური,საინტერესო და დაგეგმვასა და პრობლემის მართვაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მოსწავლე.მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას პასიურიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანადრათა მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციებირომლებიც პროექტზე მუშაობას გაუადვილებს:
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევებიასევე - ანალიტიკურიშემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
პროექტგაკვეთილს აქვს განსაზღვრული სტადიებინებისმიერ სტადიაზე მთავარიამოსწავლეს შესაძლებლობა მიეცესთავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე.
სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ფაზებადინიციატივა -  ჩნდებაიდეები პროექტგაკვეთილისთვის ნაპოვნია;  დასაწყისი - პროექტი დაიწყო და დაიგეგმა; . განხორციელება - პროექტი ხორციელდება; . პრეზენტაცია - პროექტის შედეგების წარდგენა;  შეფასება (რეფლექსია) - პროექტი ფასდება და გრძელდება.
3
მოიყვანეთ თქვენი პრაქტიკიდან ამ საკითხის შესაბამის ორი მაგალითი.
1.      კლასში განვახორციელეთ მოკლევადიანი ინდივიდუალური პროექტი მათემატიკაშიმსოფლიოს საათობრივი სარტყელები
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიო საათობრივი სარტყელების შესახებ და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებზე:
ზოგადი კითხვა
რატომაა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული დრო?
თემატური კითხვები

1. 
რომელ სასაათო ზოლშია ლონდონი?
2. რომელ სასაათო ზოლშია პარიზი?
3. რომელ სასაათო ზოლშია რომი?
4. რომელ სასაათო ზოლშია თბილისი?
5.მოქმედებს თუ არა თბილისში ზონალური დრო?
                         შინაარსობრივი კითხვები
1. რამდენ სასაათო სარტყლადაა დაყოფილი მსოფლიოს რუკა?
2.რამდენი საათია განსხვავება მეზობელ სარტყლებს შორის?
3.რომელი სარტყლიდან იწყება დროის ათვლა?
პროექტის სასწავლო მიზნები
1.ინფორმაციის მოძიების 2. აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის 3. კომუნიკაციის 4. თანამშრომლობის 5.ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლისსხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;6.გააზრება იმის,რომ  ქალაქები სხვადასხვა საათობრივ ზოლშია და დროც ამიტომაცაა
სასწავლო პროცედურები
აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა და მიზანი.
აქტივობა 2. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მომზადებული პრეზენტაციები,ისაუბრებეს საათობრივ სარტყლებზე და დროებზე
აქტივობა3. მოსწავლეებმა მსოფლიო რუკაზე მოძებნეს და აჩვენებეს შემდეგ ქალაქებილონდონი,პარიზი,რომი,თბილისი
აქტივობა4. მოსწალეებმა პასუხი გასცეეს პროექტში დასმულ შეკითხვებზე
აქტივობა 5. მოსწავლეები წარმოადგეს  POWER POINT -ში მომზადებულ პრეზენტაცია
აქტივობა6. მოვახდენე პრეზენტაციის შეფასებას და შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით მოვახდენე ნამუშევრების შეფასება ქულებით.

2.      11 კლასში განვახორციელეთ გრძელვადიანი(1 თვე) სასწავლო პროექტი ფიზიკაში:     ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე.

მოსწავლეთა სამმა ჯგუფმა (ფიზიკოსები,ექიმებიდა ჟურნალისტები)მოიძიეს ინფორმაცია  და შეისწავლეს საკითხი რა ზემოქმედებას ახდენს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზემოამზადეს პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით და გამართეს  პრესკონფერენციას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ამ აქტუალური თემის ირგვლივ.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.ინფორმაციის მოძიების
2.აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის
3. კომუნიკაციის
4. თანამშრომლობის
5.ელექრომაგნიტური გამოსხივების სახეების გაცნობა
6. გააზრება იმ დადებითი თუ უარყოფითი  შედეგებისა,
რასაც ახდენს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის
 ორგანიზმზე
7. 21- საუკუნის უნარ-ჩვევები

ზოგადი კითხვა
რას შეიძლება მივაკვლიოთ?
თემატური კითხვები
1..როგორი ტალღებს ვუწოდებთ ელექტრომაგნიტურს?
2.როგორ ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღა?
3. რა თვისებები გააჩნია ელექტრომაგნიტურ ტალღებს?
4. რა მოქმედებას ახდენს ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმზე?
5. როგორ დავიცვათ თავი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან?
შინაარსობრივი კითხვები
1.რა სარგებლობა აქვს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას,კერძოდინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს?
2. რა ზიანი შეუძლია მოუტანოს ადამიანს ელექტრომაგნიტურმა სხივებმა?
3. რა იცით კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესახებ ?
4. რისთვისაა საჭირო რენტგენის სხივები?
5.რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას ელექტრომაგნიტური გამისხივებისგან თავდასაცავად?
პროექტის დაწყებამდე
გავაცანო მოსწავლეებს პროექტის თემა,მიზანი და შინაარსიგავარკვიე მოსწავლეთა ცოდნის დონე,რა იციან  პროექტის თემასთან დაკავშირებით.ამისთვის გამოვიყენებთ გონებრივი იერიშს,ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ შემდეგ კითხვებს: 1. რა იცით ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესახებ? 2. ელექტრომაგნიტური გამოსხივების რომელ სახეებს იცნობთ? 3. რა ინფორმაციას ფლობთ ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივების შესახებ? 4. დაგჭირვებიათ თუ არა ცხოვრებაში რენტგენის სხივები? 5. დიდხანს ზიხართ კომპიუტერთან? 6. რა იცით მობილური ტელეფონების გამოსხივების მავნეობის შესახებთვითეულ კითხვაზე მოვისმენთ მოსწავლეთა პასუხებს.
გამოვიყენეთ kwhl დიაგრამებს,რომლებიც დაეხმარებია მოსწავლეებს იმის გააზრებაში,თუ რა იციან საკითხის შესახებ,რისი ცოდნა უნდათ,რა ისწავლეს და კიდევ რაა შესასწავლი.ისინი მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ,რომ დაინტერესდენენ საკითხით,სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მასკლასი სურვილების გათვალისწინებით დავყავოთ სამ ჯგუფად (ფიზიკოსები,ჟურნალისტები,ექიმები),გადანაწილდა ფუნქციები,თუ რა უნდა შეასრულოს  თითოეულმა ჯგუფმა.მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მათი აზრები და სურვილები.

პროექტის დაწყება
მოსწავლეებს ვთხოვე  აწარმოონ პროექტის ჟურნალი,რომელშიც იქნება ინდივიდუალური დღიურები თვითეული ჯგუფისთვისსადაც აღწერენ პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციასპროექტის განმავლობაში განიხილავენ ჩანაწერებს რათა შევამოწმოთ გაგების დონეუზრუნველვყოთ უკუკავშირი და საჭიროებისამებრ მივცეთ მოსწავლეებს მითითებებიინფორმაციის მოძიების შემდეგ მოვაწყობთ ჯგუფურ მუშაობას,რომლის დროსაც ჯგუფები წარმოადგენენ ზეპირ პრეზენტაციებს შესრულებული სამუშაოების ირგვლივ.
ფიზიკოსთა ჯგუფმა  მოიძია ინფორმაცია ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესახებ როგორც ინტერნეტის საძიებო სისტემიდან,ასევე სახელმძღვანელოდან.დაგეგმა  შესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრბა და  განსაზღვრასაჭირო რესურსებიწარმოადგინა  მოძიებული მასალაპროექტის თემასთან დაკავშირებული ფოტოსურათები,ტექსტები Google -  საძიებო სისტემიდან და ვიკიპედიიდან ,ასევე საჭირო საიტები.You tube -  ზე მოიძია ვიდეო ფაილები გამოსხივების სხვადასხვა სახეებზე ,ავტვირთა ბლოგზე და ანახა დამსწრე საზოგადოებას  პროექტორის მეშვეობით. power  point - ში წარმოადგინა სლაიდშოუ პრეზენტაცია და ატვირთა  ბლოგზე.შემდეგ
ჟურნალისტების ჯგუფმა წარმოადგინა ზეპირი პრეზენტაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.აიღეს ინტერვიუები
საზოგადოების წარმომადგენლებისგან,დაამზადეს მოსაწვევიბარათებიბუკლეტები,გამოუშვა გაზეთი „გამოსხივება და ადამიანი“.ბლოგზე გახსნა საკუთარი გვერდი.მოსახლეობიდან აღებული ინტერვიუების,რომელის მოიცავდა შემდეგ კითხვებს : 1.რა იცით ელექტრომაგნიტური გამოსხივებისშესახებ? 2. რამდენ ხანს ზიხართ კომპიუტერთან?
3. საშიშია თუ არა მობილური ტელეფონისგამოყენება? 4.რა იცით რენტგენის სხივების შესახებ? 5.რა იცით ულტრაიისფერი სხივების სარგებლიანობის და საზიანო მოქმედების შესახებ?6. რა იცით  ინფრაწითელი  სხივების შესახებსახიფათოა თუ სასარგებლო ისინი? 7. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა ჩივილები გიჩნდებათ მობილური   ტელეფონის,კომპიუტერის,ტელევიზორის თუ სხვა მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენებისასპასუხების დამუშავებისა და და დასკვნების გამოტანის შემდეგ მასალა ატვირთეს ბლოგზე და მოაწყეს პრესკონფერენცია.
ექიმების ჯგუფმაპრეზეტაცისას წარმოადგინა ინფორმაცია მოკვლეული მასალების ირგვლივანუ როგორ მოქმედებს გამოსხივებაადამიანის ჯანმრთელობაზე.სხვადასხვა სამედიცინო საიტებიდან მოამზადა საკითხები მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის მავნეობის შესახებ ,რატომ სტკივათ ადამიანებს თავი და  თვალები ხშირადეხვევათ თავბრუ,აწუხებთ წნევის ცვალებადობა და სხვა სიმპტომები.საზოგადოებისთვის მოამზადა საჭირო რჩევადარიგებანი იმასთან დაკავშირებითრომ ღამე ძილის წინ მობილური ტელეფონი სხვა ოთახში უნდა მოვათავსოთ,ტელევიზორის ეკრანი დაახლოებით 1,5 -2 მეტრის მოშორებით უნდა მოთავსდეს ადამიანის სავარძლიდან,კომპიუტერთან ჯდომისას უდა განისაზღვროს დრო,განსაკუთრებით ბავშვებისთვის 20 -30 წუთი,ასევე კარგია სპეციალური დამცავი სათვალის ხმარებაცმოძიებული მასალები ამ ჯგუფმაც ატვირთა ბლოგზე და მოაწყო პრეზენტაცია.
პროექტის დასრულება
ბოლოს გაკეთდა რეფლექსია,ანუ შეფასებათითოეულმა ჯგუფმა შეაფასა თავისი პრეზენტაცია,ეს მოხდა ურთიერთშეფასების  და თვითშეფასების საფუძველზე წინასწარ შედგენილი   და გაცნობილი მოსწავლის თვითშეფასების კრიტერიუმების მეშვეობითსლაიდშოუ შეფასდა პრეზენტაციის გზამკვლევის,ხოლო დღიურები,ჟურნალის შეფასება სტრუქტურული მინიშნებების მეშვეობით.მასწავლებელმა მოახდინა რეფლექსია,რა იყო დადებითი,კერძოდ როგორ დაინტერესდნენ მოსწავლეებიპროექტის თემით,როგორ შეიძინეს 21 -  საუკუნის უნარ ჩვევები,ისწავლეს ინფორმაციის მოძიება,დამოუკიდებელი აზროვნება და მოქმედება,განუვითარდათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,როგორ ჩაერთო ყველა მოსწავლე პროექტში.მოსწავლეთა შეფასება მოხდა ქულებით შეფასების რუბრიკების წინასწარ გაცნობით.მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც შეავსეს თვითშეფასების ფორმები,რაც მათ მომავალ პროექტზე მუშაობის უკეთესად დაგეგმვაში დაეხმარება.
4
არგუმენტირებულადდაასაბუთეთრატომ შეარჩიეთ სწორედ ეს საკითხი.
1.    პროექტგაკვეთილის საკითხი იმიტომ შევარჩიე,რომ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად ჩემს მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ ან ვურჩევგანსაზღვრონ თავიანთი ინტერესის სფერო მოცემული თემის ფარგლებში და შეიმუშაონ დავალებების შესრულების სტრატეგიები.
2.    მოსწავლეები პროგრესირდებიან თემის ან პროექტის ფარგლებშიმონიტორინგს უწევენ თავიანთ პროგრესს.
3.    ხელს ვუწყობ მოსწავლეებს შორის დიალოგისა და დისკუსიის წარმართვასრომლის ფარგლებშიც მოსწავლეებიმასწავლებლის გარდაერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს.
4.    მოსწავლეები კომფორტულად გრძნობენ თავს აზრის გაზიარებისას და არ მოელიან მასწავლებლისგან  ,,სწორი“ პასუხის მიღებას.  
5.    მოსწავლეებს ვურჩევგადააფასონ თავიანთი მოსაზრებები და ნამუშევრები ახალი ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ და გაიღრმავონ ცოდნის დონე.
6.    მოსწავლეებს ვუსვამ ღია შეკითხვებს და მათგანაც ველი საპასუხო შეკითხვებს.
7.    მოსწავლეებთან ერთად ვქმნი თემის შესაბამის ბლოგგვერდებს
8.    მე ნამდვილად ვსწავლობ მოსწავლეებთან ერთადმოსწავლეებითვის დასმულ ღია შეკითხვებზე პასუხებს წინასწარ არ ვამზადებ.
9.    კლასში უფრო მეტად მენტორის ან ფასილიტატორის ფუნქციას ვასრულებვიდრე ტრადიციული მასწავლებლისას.
10. ვახდენ პროექტგაკვეთილის რეფლექსიას რაც მეხმარება,განვსაზღვრო,რა იყო კარგი და რა ხარვეზია შესაცვლელი,რომ უკეთეს შედეგებზე გავიდე და უფრო საინტერესოდ დავგეგმო მომავალი პროექტგაკვეთილი
5
შეაფასეთ თქვენს მიერ შერჩეული საკითხის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.
 მოსწავლეები ინტერესდებიან პროექტის თემითიძენენ 21 -  საუკუნის უნარ ჩვევებს,სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას,დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოქმედებას,უვითარდებათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარჩვევები

Комментариев нет:

Отправить комментарий