წინასატრენინგო დავალება
მოდული - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მათემატიკაში
დავალებისმიზანი: მათემატიკაში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების/ სტრატეგიების გაცნობა.
ინსტრუქცია:
წაიკითხეთ და გაანალიზეთ წინასატრენინგო საკითხავი მასალა,
რომელიც ეხებამათემატიკისსწავლებასმოსწავლეზეორიენტირებულიმიდგომებისგამოყენებით. მოცემულინფორმაციაზედაყრდნობითშეასრულეთქვემოთმოცემული დავალებები.
ამავე დოკუმენტში, დახურული
დავალების პასუხი მონიშნეთ მწვანე ფერის მარკერით (Word - ში,
“Highlight”),
ხოლოღია ტიპის დავალების პასუხი ჩაწერეთ დავალების ტექსტის შემდეგ. მითითებულ
ადგილას ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი. ეს
დოკუმენტი, რომელშიც იქნება შესრულებულიდავალება,ტრენერსელ-ფოსტით
გაუგზავნეთტრენინგამდე.
მონაწილის სახელი და გვარი
დავალებები
1. წინასატრენინგო მასალაში გადმოცემული შინაარსის მიხედვით,
რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი?
ა. როდესაც მოსწავლე ატარებს გაკვეთილს და მასწავლებელი
ასრულებს ერთ-ერთი მოსწავლის როლს
ბ. სასწავლო აქტივობების უმეტესობა მიმდინარეობს კლასის
გარეთ
გ. მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან სასწავლო თემატიკას
(მაგ. ვიდეომასალის სახით), ხოლო საკლასო სესია ეთმობა ამ თემატიკასთან დაკავშირებულ
აქტივობებს.
დ. მასწავლებელი ელექტრონულად უგზავნის მოსწავლეებს
დავალებებს, რომელთა განხილვა მიმდინარეობს საკლასო სესიაზე
2. მათემატიკური ობიექტის წარმოდგენის შემდეგი ხერხებიდან
თითოეულს შეუსაბამეთ (მიუწერეთ)წარმოდგენის ოთხი ხერხიდან რომელიმე, რომელიც თქვენი
აზრით ყველაზე მეტად შეესაბამება მას
ა. ობიექტთან მისასვლელი გზის სიტყვიერი აღწერა - სიტყვიერი წარმოდგენა
ბ. ფუნქციის მოცემა გრაფიკით - გრაფიკული წარმოდგენა
გ. სამკუთხედის მოცემა მისი წვეროების კოორდინატებით
- რიცხვითი წარმოდგენა
დ. მონაცემთა წარმოდგენა წრიული დიაგრამის საშუალებით
- გეომეტრიული წარმოდგენა
3. დაასახელეთ და აღწერეთ რომელიმე 2 ტექნიკა რომელიც
გადმოცემულია მასალაში „კითხვებზე პასუხის გაცემის
პროცესში მონაწილეთა ჩართულობის წახალისების სტრატეგიები“ და მოიყვანეთ მათემატიკის
გაკვეთილზე მათი შესაძლო გამოყენების მაგალითი.
პასუხი
1.
მასწავლებლის მიერ
შერჩევა
- ხელის
აწევის გარეშე.
ვირჩევთ რომელიმე
მოსწავლეს ჩვენი
სურვილის მიხედვით.
უმჯობესია შევარჩიოთ
იმ მოსწავლეებს
შორის რომელი
მოსწავლეებიც უფრო
ხშირად არიან მოხალისეები, ან
პირიქით - რომლებიც
იშვიათად გამოთქვამენ
სურვილს.
2.
წინასწარი შერჩევა - რამოდენიმე
მოსწავლეს, რომლებიც
იშვიათად აქტიურობენ,
გაკვეთილის დაწყებამდე
გავაცნობთ იმ
შეკითხვებს რომელთა
დასმასაც ვაპირებთ
გაკვეთილზე. მათ
ვავალებთ რომ
იფიქრონ პასუხებზე.
გაკვეთილის მსვლელობისას
პასუხის გასაცემად
ვირჩევთ ამ
მოსწავლეებს.
4. ზოგჯერ ვირტუალური
ციფრული მასალის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დადებით ეფექტს იძლევა, რადგან
ა.
იგი ხელს უწყობს ზეპირი ანგარიშის უნარის განვითარებას
ბ.
იგი ხელს უწყობს გეომეტრიული ობიექტების ალგებრულად წარმოდგენის უნარის განვითარებას
გ.
იგი საშუალებას იძლევა დინამიურად ვცვალოთ მათემატიკური ობიექტის პარამეტრები და ცვლილებაზე
დაკვირვებით მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზა
დ. იგი ხელს უწყობს მათემატიკური ფორმულების უკეთ დაზეპირებას
5. საკითხავ მასალაში არის თემა: „მათემატიკის ახლებური გააზრება. მოსწავლეთა
შეცდომების გამოყენება“. ამ მასალაში წარმოდგენილიპრინციპების თანახმად, რომელ
მიდგომას გამოიყენებდით ამოცანის ამოხსნის დროს მოსწავლის მიერ შეცდომის დაშვების
შემთხვევაში
ა. დაუყოვნებლივ მივუთითოთ მოსწავლეს შეცდომა და
მივცეთ დრო მის გამოსასწორებლად
ბ. ვუთხრათ მას რომ მისი ამოხსნა არასწორია და
ამოცანის ამოხსნა ვთხოვოთ სხვა მოსწავლეს
გ. გავაანალიზოთ შეცდომის მიზეზი და დავუსვათ ისეთი
შეკითხვა / შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება ამოხსნაში
დ. მივაწოდოთ სწორი ამოხსნა და დავავალოთ შეადაროს მის
ამოხსნას
6.
თქვენი მიზანია მოსწავლეებს აუხსნათ თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი და დამოკიდებული
ხდომილებები და მათი ალბათობები. წარმოდგენის ოთხ ხერხს შორის ერთ-ერთია
გრაფიკული. როგორ გამოიყენებდით გრაფიკულ ხერხს ამ საკითხის ახსნის დროს.
პასუხი ალბათობისა და დამოუკიდებელ, დამოკიდებულ ხდომილობების
ახსნისას გამოვიყენებდი ვენის დიაგრამებს ან ცხრილებს
7. სასწავლო პროცესში ბლუმის
ტაქსონომიის გამოყენების მთავარიმიზანია
ა. მოსწავლის ცოდნის შემოწმება
ბ. სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება და შესაბამისი დავალებების
შედგენა სხვადასხვა სირთულის დონეზე
გ. ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ხერხების აღმოჩენა
დ. სხვადასხვა დისციპლინებს შორის კავშირის დამყარება
8. საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია
20 წერტილი, რომლებიც გამოსახავს ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულებას. მოსწავლეს
ეძლევა დავალება აღმოაჩინოს კანონზომიერება, განავრცოს ეს მონაცემები და პასუხი
განმარტოს. ბლუმის ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება ეს დავალება, თუ მოსწავლეს
ჯერ არ აქვს ნასწავლი საუკეთესო მისადაგების წრფის (წირის) ცნება?
ა. ცოდნა (დამახსოვრება)
ბ. სინთეზი (შექმნა)
გ. გაგება
დ. გამოყენება
9. გაეცანით ვირტუალური საკლასო ოთახის,
„Edmodo“ - ს
გზამკვლევს;დარეგისტრირდით სისტემაში (იხ. ვიდეოგზამკვლევის ბმული საკითხავი
მასალის ბოლოს).
თქვენი
სახელი Edmodo - ში:
10. საკითხავ მასალაში არის
კომპიუტერული პროგრამა GeoGebra - ს გზამკვლევი. გაეცანით მას. ამ
პროგრამის გამოყენებით შექმენით დინამიური ნახაზი, რომელიც რომელიმე მათემატიკური
ამოცანის ამოხსნასთანაა დაკავშირებული. ნახაზი, როგორც GeoGebra - ს ფაილი შეინახეთ და ელ-ფოსტით გაუგზავნეთ ტრენერს. ამოცანა შეარჩიეთ
სურვილისამებრ და მისი ტექსტი ჩაწერეთ აქვე.
ამოცანის ტექსტი
Комментариев нет:
Отправить комментарий