2018 წლის 30 ოქტომბერს ჩავატარეთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 1.
მოდული აქტიური სწავლება მათემატიკაში
მიზანი: ტრენინგზე განხილული საკითხების შეჯამება და მათი გამოყენების ნიმუშები.აქტივობის დაგეგმვა ტრენინგზე შეძენილი ცოდნის გამოყენებით,
ნაწილი 1. ტრენინგზე განხილული საკითხების შეჯამება,დისკუსია. დრო 1 სთ და 30 წთ,
ვიმსჯელეთ ასეთ საკითხებზე: მათემატიკური შინაარსის დავალებების კოგნიტური დონეები. (30 წთ) გავითვალისწინეთ "ოთხი წარმოდგენის წესი"
1. მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედებს შორის უდიდესი ფართობი აქვს კვადრატს. 2. რაოდენობრივი მონაცემების ერთობლიობის მედიანა ისეთი რიცხვია,რომლიდანაც ამ მონაცემებამდე მანძილების ჯამი უმცირესია.
3.პითაგორას თეორემის სამგანზომილებიანი ვარიანტი განვიხილეთ ხანის აკადემიის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=V1K3snh6Li8 სადაც ამოცანის ამოხსნისას გამოყენებულია პითაგორას თეორემა სამ განზომილებაში. ვისაუბრეთ,როგორ უნდა გადავიდეთ მათალ სააზროვნო უნარებზე მოსწავლეებთან.კერძოდ, როგორ უნდა განვახორციელოთ სინთეზი,ანუ შევქმნათ ახალი პროდუქტი დავალება ან ამოცანა და როგორ შევაფასოთ ის. მაღალი დონის დავალებების გამოყენება ადეკვატურია მაშინ, როდესაც სასწავლო მიზნებია: მოსწავლეებში უფრო ღრმა და კრიტიკული აზროვნების წახალისება; პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება; მოსწავლეთა მიერ ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოძიება და მოსაზრებების დასაბუთება.
2. შევარჩიეთ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა- თვითშეფასების კითხვარი და ვიმსჯელეთ მის გამოყენებაზე პრაქტიკაში.

ურთიერშეფასება და თვითშეფასება
შეფასების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
მიზანია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია ურთიერთშეფასებისა და თვითშშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის განვითარება.საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება

განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა განივითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
· ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი ტიპის შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდე? რატომ უნდა შემეძლოს? რაში შემეშლება ხელი,
თუ არ მეცოდინება?
თუ არ მეცოდინება?
· საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად? (დაწყებით კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას პლიუსის აღმნიშვნელი ნიშანი). რა რესურსები დამჭირდება ამისთვის (რა უნდა მოვიმზადო დავალების შესასრულებლად?რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა დავძლიო? რა/ვინ დამეხმარება ამაში?
· შედეგის ანალიზი – უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: შეესაბამება თუ არა სამუშაო დასახულ მიზანს?როგორ შემიძლია შევამოწმო შედეგი? რატომ დავუშვი შეცდომები? შემიძლია აღვნიშნო, რატომ დავუშვი ისინი?
ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კითხვარები. გთავაზობთ კითხვარის გამოყენების კონკრეტულ ნიმუშს:მასალის ახსნის, განმტკიცებისთვის სავარჯიშოების შესრულების შემდეგ კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად. მათ უნდა შეავსონ შემდეგი ტიპის კითხვარი:
- რა ვისწავლეთ დღეს ახალი?რომელი ინფორმაცია იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?რა იყო რთული?რა გვიშლიდა ხელს მუშაობაში?თითოეული მოსწავლე ჯგუფის შიგნით მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს, ამის შემდეგ ჯგუფდებიან ბავშვები, რომელთაც ანალოგიურ კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. ხდება პასუხების განზოგადება და წარდგენა ჯგუფის წინაშე.
3. ისტ გამოყენება გაკვეთილზე გეოგებრაში შევქმენით ნახაზი რასაც გამოვიყენებთ გაკვეთილზე
4. თანამშრომლობითი და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიზნით შევარჩიეთ პროექტებით სწავლება მათემატიკაში,მაგ. სიმეტრია სილამაზეა, ოქროს კვეთა და სხვა.
ნაწილი 2. აქტივობის ერთობლივი დაგეგმვა ტრენინგზე შეძენილი ცოდნის გამოყენებით.
ჯგუფმა დავგეგმეთ ერთობლივად გაკვეთილის გეგმა თემაზე: ლოგარითმული ფუნქცია
მიზნები: · გაეცნოს ლოგარითმულ ფუნქციას, როგორც მაჩვენებლიანი ფუნქციის შექცეულ ფუნქციას.
· შეძლოს ფუნქციის გამოკვლევა ლოგარითმული ფუნქციის მაგალითზე.
· მოახდინოს ფუნქციის თვისებების, გარფიკის წანაცვლების ანალიზი და კვლევა "GeoGebra"-ში სიმულაციების გამოყენებით.
შევიმუშავეთ კრიტერიუმები რომლითაც შევაფასებდით აქტივობებს,გავაკეთეთ პრეზენტაცია და ერთმანეთს მივეცით სათანადო უკუკავშირი.
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-4
ქ.
|
5-8
ქ.
|
9-10
ქ.
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს მიზნის განსაზღვრა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა
სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
|
ჯგუფმა
სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო
არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
სამუშაო
ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
ჯგუფის
წევრთა ჩართულობა
|
ერთი
( ორი) მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ
|
ჯგუფის
თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
|
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიური იყო
|
ჯგუფის
აქტიურ წევრსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის
წევრთა შორის ძირითადა პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ჯგუფის
წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
Комментариев нет:
Отправить комментарий