სამუშაო
ჯგუფის
შეხვედ რ ა # 6
მიზანი:
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგების განხილვა, პროფესიული განვითარების შემდგომი ეტაპების დაგეგმვა;
მომდევნო მოდულის (საგნობრივი მოდული) წინასაკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება.
ნაწილი 1:
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგების განხილვა, პროფესიული განვითარების შემდგომი ეტაპების დაგეგმვა; პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა კონკრეტული საჭიროების გათვალისწიენბით.
ჯგუფური დისკუსია
სარეკომენდაციო დრო: 1 სთ და 30 წთ.
ინსტრუქცია:
ჯგუფებში
განიხილეთ პრაქტიკაში როგორ იმუშავა სამუშაო
ჯგუფის პირველი შეხვედრის დროს დაგეგმილმა გაკვეთილმა. ისუბრეთ, რამდენად მიაღწიეთ დასახულ პროფესიულ მიზანს, რა გამოგივიდათ კარგად, რა აღმოჩნდა ნაკლებად წარმატებული (30 წთ);
ჩატარებულიგაკვეთილიდან გამომდინარეაირჩიეთ ერთი რომელიმე პროფესიული საჭიროება, ან შემთხვევა/სიტუაცია,
ზოგადად, თქვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან, რომელიც კავშირშია მოდული 3-ის ფარგლებში განხილულ თემატიკასთან (პოზიტიური სასწავლო გარემოს მახასიათებლები, პროფესიული განვითარების მნიშვნელობა და გზები); ინდივიდუალურად მოახდინეთ თქვენ მიერ გამოკვეთილი პროფესიული საჭიროების/შემთხვევის რეფლექსია ქვემოთ მოცემული ცხრილის გამოყენებით (შენიშვნა: ცხრილი ასახავს გიბსის რეფლექსური რკალის ეტაპებს) (30 წთ)
რეფლექსიის ფორმა
1
|
აღწერეთ, რა მოხდა
|
|
2
|
აღწერეთ, რა ემოციები/აზრები გქონდათ მოცემულ სიტუაციაში?
|
|
შეაფასეთ, რა იყო კარგი ამ სიტუაციაში? რა იყო
ცუდი?
|
|
|
4
|
გააანალიზეთ, რამ განაპირობა მოცემული სიტუაცია, რას შეეძლო შეეწყო ხელი პრობლემის გადაჭრისათვის, ან უფრო მეტად გაერთულებინა
იგი?
|
|
5
|
რა გამოცდილება მიიღეთ? რას შეცვლიდით სამომავლოდ ან რა დასკვნა გამოიტანეთ შემდგომში გასათვალისწინებლად?
|
|
6
|
რა ზომებს მიიღებთ ამ მიმართულებით პროფესიული განვითარებისთვის?
|
|
იმუშავეთ
ჯგუფებში - გააცანით ერთმანეთს თქვენი რეფლექსია. იმსჯელეთ და გაუზიარეთ ერთმანეთს
მოსაზრებები, მიეცით ერთმანეთს რეკომენდაციები (30 წთ)
ნაწილი 2:საგნობრივი მოდულის წინასაკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება.
სარეკომენდაციო დრო: 1 სთ და 30 წთ.
1. სამუშაო შეხვედრამდე
სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე ფასილიტატორიანაწილებსთემებად დაყოფილ წინასატრენინგო საკითხავ მასალას (მასალის დანაწილება იხ. ქვემოთ),აწვდის მონაწილეებს ელექტრონული ფორმით და სთხოვს მათ გაეცნონთავიანთ ნაწილს შეხვედრამდე.
2. წინასატრენინგო საკითხავი მასალის დამუშავება (35-40)
სამუშაო შეხვედრაზე ფასილიტატორი იმ მონაწილეებს, რომლებიც ერთ საკითხზე მუშაობდნენ სვამს ერთად[1] (იხ. ქვემოთ საკითხების ჩამონათვალი).
შენიშვნა: ფასილიტატორი შეხვედრამდე აფრთხილებს მონაწილეებს მოიტანონ საკითხავი მასალის თავიანთი ნაწილი ამობეჭდილი ფორმით, ან თავად აქვს ნაბეჭდი მასალის ერთი სრული კომპლექტი, რომელსაც უნაწილებს ჯგუფებს.
I ნაწილი
„შებრუნებული საკლასო ოთახი“
„მათემატიკური სიუჟეტის სამი საფეხური“
II ნაწილი
„მოსწავლეთა შეცდომების გამოყენება მასალის უკეთ სწავლების მიზნით“
„ოთხი წარმოდგენის წესი მათემატიკაში“
III ნაწილი
„კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში მონაწილეთა ჩართულობის წახალისების სტრატეგიები“
„ბლუმის ტაქსონომია და სხვადასხვა დონის შეკითხვები“
„თანამშრომლობით ჯგუფებში მუშაობის ფორმები“
„GeoGebra - დინამიური მათემატიკის პროგრამა“ - ეს არის მათემატიკური კომპიუტერული პროგრამის გამოყენების მოკლე გზამკვლევი, რომელსაც სასურველია გაეცნოს ყველა მონაწილე.
მონაწილეები ჯგუფებში სიღრმისულად განიხილავენ მასალაში წარმოდგენილ საკვანძო საკითხებს/ამუშავებენ მასალას და ამზადებენ მთლიანი ჯგუფის წინაშე წარსადგენ პრეზენტაციას. თითოეული პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს მასალაში წარმოდგენილი მეთოდის/პრაქტიკის/სტრატეგიის მოკლე აღწერა-დახასიათებას და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხედვას. საორიენტაციო კითხვები პრეზენტაციის მომზადებისას შეიძლება იყოს ასეთი:
კითხვები და რეკომენდაციები I ნაწილთან დაკავშირებით
წინასატრენინგო საკითხავ მასალაში გვხვდება დოკუმენტი, რომელშიც საუბარია შებრუნებული საკლასო ოთახის შესახებ. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სწავლების ამ მოდელს?
გამოგიყენებიათ თუ არა ეს მოდელი თქვენ სასწავლო პრაქტიკაში?
რომელი ქართულენოვანი რესურსი შეიძლება გამოიყენოს მათემატიკის მასწავლებელმა თუ იგი მოისურვებს შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენებას?
რომელი მათემატიკური შინაარსის მქონე მასალისთვის ისურვებდით მდიდარი ქართულენოვანი რესურსების შექმნას, რომლებსაც გამოიყენებდით შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენებისას?
რა არის „მათემატიკური სიუჟეტის სამი საფეხური“ ტექსტის მთავარი იდეა?
სწავლების რომელ მიდგომას და პედაგოგიურ სტრატეგიას უკავშირდება მისი შინაარსი?
აღწერეთ ამ ტექსტში გადმოცემული მიდგომების გამოყენების რომელიმე მაგალითი.
კითხვები და რეკომენდაციები II ნაწილთან დაკავშირებით
წინასატრენინგო საკითხავ მასალაში არის ტექსტი, რომელშიც აღწერილია მასწავლებლის მცდელობა რომ მოსწავლეებს გააგებინოს განსხვავება დამოუკიდებელ და დამოკიდებელ ხდომილებებს შორის.
თქვენ საკუთარ პრაქტიკაში გქონიათ თუ არა სირთულეები ამ საკითხის სწავლების დროს და როგორ დაძლიეთ ეს სირთულეები?
აღწერეთ თუ რომელ პედაგოგიური ხერხებს და აქტივობებს გამოიყენებდით ამ საკითხის სწავლების დროს.
შესაძლოა თქვენი პრაქტიკიდან უფრო მეტად დაგამახსოვრდათ რომელიმე სხვა საკითხი, რომლის სწავლების დროსაც გქონდათ სირთულეები. აღწერეთ ეს სირთულეები და მათი დაძლევის ხერხები, რომლებიც თქვენ გამოიყენეთ.
წინასატრენინგო საკითხავი მასალის ნაწილი ეთმობა მათემატიკური შინაარსის მქონე მასალის წარმოდგენის 4 ხერხს. მოკლედ აღწერეთ წარმოდგენის ეს ხერხები და მოიყვანეთ ისეთი გაკვეთილის ან აქტივობის მაგალითი (სასურველია საკუთარი პრაქტიკიდან), რომლის დროსაც ხდება ამ წარმოდგენების ეფექტიანი გამოყენება, სასწავლო მასალის უკეთ გააზრების და შესწავლის მიზნით.
იმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ შეუწყო ხელი მოსწავლეებს მასალის ათვისებაში სხვადასხვა წარმოდგენების კომბინირებულმა გამოყენებამ.
კითხვები და რეკომენდაციები III ნაწილთან დაკავშირებით
იმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებთ კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში მონაწილეთა ჩართულობის წახალისების სტრატეგიებს, იმისათვის რომ შექმნათ უფრო ინკლუზიური და თაბარი შესაძლებლობებისათვის ხელშემწყობი გარემო.
შეარჩიეთ რომელიმე ორი სტრატეგია და მოიყვანეთ მათი გამოყენების მაგალითი რომელიმე კონკრეტული მათემატიკური საკითხის სწავლებისას.
აღწერეთ თანამშრომლობით ჯგუფებში მუშაობის რომელიმე მაგალითი:
მათემატიკური საკითხი, რომლის შესწავლის დროსაც გამოიყენებდით თანამშრომლობით ჯგუფებს;
თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობის ფორმა და ჯგუფის სტრუქტურა (წევრების რაოდენობა, ერთგვაროვნება - არაერთგვაროვნება სხვადასხვა ნიშნით და ა.შ.);
სამუშაოს და როლების გადანაწილება ჯგუფებში;
რა უპირატესობა აქვს თანამშრომლობით ჯგუფებს ამ საკითხის შესწავლისას?
რატომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სირთულის დონის დავალებების გამოყენება მათემატიკის სწავლებისას?
მოიყვანეთ რომელიმე მათემატიკურ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის დონის დავალებების ნიმუში.
კითხვა და რეკომენდაცია, რომელიც საერთოა ყველა ჯგუფისთვის
თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია თუ არა ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და რატომ? აღწერეთ თქვენი პრაქტიკა, როდესაც ტექნოლოგიების გამოყენება დაგეხმარათ იმაში რომ თქვენ მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ რომელიმე საკითხი.
3. პრეზენტაციების წარდგენა(35-40 წთ.)
ჯგუფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეები სვამენ კითხვებს, მსჯელობენ გაცნობილი პრაქტიკების/მეთოდების/სტრატეგიების ღირებულებაზე. პრეზენტაციის ეფექტურად წარმოსადგენად რეკომენდირებულია გამოიყენოთ დავალების სტრუქტურაზე მორგებული გრაფიკული მაორგანიზებელი. იხ. გრაფიკული მაორგანიზებლის ერთ-ერთი ნიმუში.
4. შეხვედრის შეჯამება
(15-20 წთ.)
ფასილიტატორი მასწავლებლებს აძლევს ინსტრუქციას:
განხილული მასალის შესაჯამებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსტრუმენტი - „ორმაგი ჩანაწერების დღიური (Double Entry Journal). ფურცელზე დახაზეთ ცხრილი ქვემოთ წარმოდგენილი ფორმატით (იხ.
ქვემოთ). ცხრილის მარცხენა სვეტში ჩაწერეთ ერთი ან
ორი
ფაქტი, ტერმინი, განმარტება, რომლებმაც თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მარჯვენა სვეტში კი,
საკითხთან დაკავშირებით თქვენი კითხვები, მოსაზრებები, დამოკიდებულებები, გამოწვეული ემოციები.
ცხრილი:
„ორმაგი
ჩანაწერების
დღიური(Double
Entry Journal)
ფაქტი/ტერმინი/განმარტება/ნაწყვეტი
|
ჩემი ფიქრები/დამოკიდებულება/მოსაზრება/კითხვა
|
|
|
|
|
|
|
|
|
სამუშაოს დასრულების შემდეგ, გაუზიაროთ თქვენი შეხედულებები მეწყვილეს, ხოლო რამდენიმე თქვენთაგანს (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევარი მთელ ჯგუფს გაუზიაროს და მიიღოს კოლეგებისგან უკუკავშირი.
დანართი 1: ორმაგი ჩანაწერების დღიურის ნიმუში.
მათემატიკა, XIკლ. თემა: რიცხვებიდა მათთან დაკავშირებული ალგორითმები
ფაქტი/ტერმინი/განმარტება/ნაწყვეტი
|
ჩემი ფიქრები/დამოკიდებულება/მოსაზრება/კითხვა
|
მარტივი რიცხვი
|
მარტივი რიცხვის ცნება თავისთავად ძალიან ადვილი აღსაქმელია, თუმცა აღმოვაჩინე,რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს არ მარტო მათემატიკაში. უამრავი მათემატიკური შინაარსის მასალაა მარტივი რიცხვების კვლევის შესახებ. რაც მთავარია მარტივ რიცხვებს უდიდესი გამოყენება აქვს პრაქტიკაში.
ვაპირებ, რომმეტი გავიგო მარტივი რიცხვების შესახებ. განსაკუთრებით დამაინტერესა მათმა პრაქტიკულმა გამოყენებამ. კერძოდ კრიპტოგრაფიაში და ტექნოლოგიებში.
|
ვიდეომასალა
|
არსებობს უამრავი მათემატიკური შინაარსის ვიდეომასალა. აღმოვაჩინე რომ მათი გამოყენება ძალზე აადვილებს სხვადასხვა საკითხის შესწავლას. განსაკუთრებით დამაინტერესა ალბათობასთან დაკავშირებულმა მასალამ.
გამიჩნდა
კითხვა:რამდენად რთულია რომ მე თვითონ შევქმნა მათემატიკური შინაარსის ვიდეომასალა და მისი შექმნის პროცესში უკეთ გავიაზრებ თუ არა იმ საკითხს რომელზეც ეს მასალა იქნება?
|
[1]იმ შემთხვევაში თუ მონაწილეები
ვერ გაეცნობიან მასალას წინასწარ, ფასილიტატორი მათ შეხვედრაზე გადაუნაწილებს საკითხებს
და მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან და დაამუშავებენ
მასალას.
Комментариев нет:
Отправить комментарий