დავალება 1
გაკვეთილის გეგმა
მაწავლებელი: გიული ყოჩიაშვილი
|
|
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: VIII კლასი
|
თემა: პითაგორას
თეორემა
|
დრო 45
წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი: რაოდენობა 16 მოსწავლე ; სსსმ - 0
|
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ პითაგორას თეორემის გამოყენების პრაქტიკული
ცოდნა ამოცანების ამოხსნისას და შეძლონ მართკუთხა სამკუთხედში ერთერთი გვერდის პოვნა დანარჩენი ორის
საშუალებით.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
მათVIII.9-1
მოსწავლე: იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი
ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
მათ.VIII.10.2
იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობის და უტოლობების თვისებებს
გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას.
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეებმა იციან:
რიცხვების კვადრატი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები. არითმეტიკული
კვადრატული ფესვის ცნება.
კალკულატორის გამოყენება.
|
შეფასება
და თვითშეფასება
|
მოსწავლეებს შევფასებ გაკვეთილზე ჩართულობისა და
ჯგუფური სამუშაოს ხარისხით. რისთვისაც გამოვიყენებ განმავითარებელ და
განმსაზღვრელ შეფასებებს. იხილეთ შეფასების რუბრიკა, რომელიც გეგმას თან ერთვის.
|
სასწავლო
მასალა და რესურსები
|
მათემატიკის 8 კლასის სახელმძღვანელო: ავტორები
გოგიშვილი, ვეფხვაძე; კალკულატორი,სახაზავი,
მუყაოსაგან გამოჭრილი მართკუთხა სამკუთხედები, სახაზავი,კომპიუტერი, პროექტორი; ინტერნეტ
საიტი:
|
აქტივობა
# 1 – 10 წთ
ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი:
აქტივობის
აღწერა
|
საორგანიზაციო საკითხები (გაკვეთილის მიზნის
და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა, რომელიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო
ოთახში). თემის აქტუალობის ხაზგასმა,თუ
რატომაა საჭირო პითაგორას თეორემის გამოყენების ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში.საშინაო დავალების
შემოწმება
წინარე
ცოდნის შემოწმება
მისალმების შემდეგ მოვახდენ საკლასო ჟურნალში სიის ამოკითხვას და
გაცდენების აღრიცხვას.
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას,თუ
რა კრიტერიუმებით შევაფასებ გაკვეთილის ბოლოს.
მოსწავლეთა ზეპირი პრეზენტაციების სახით საშინაო დავალების განხილვის პროცესში შევამოწმებ
მოსწავლეთა მიერ წინა გაკვეთილზე ათვისებული მასალის ცოდნას. ვიმსჯელებთ და განვიხილავთ გაურკვეველ საკითხებს.
|
აქტივობა
# 2 -10 წთ
ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი
აქტივობის
აღწერა
|
მინი
ლექცია
ინფორმაციის მიწოდება განსახილველი თემის შესახებ
ცოდნის კონსტრუირება
მოსწავლეთა
გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა, ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,პოზიტიური
განწყობის შექმნას, ყურადღების კონცენტრირებას,განვაწყობ
მათ პითაგორას თეორემაზე სასაუბროდ. ვაძლევ შესაბამის კითხვებს.
PowerPoint -ში გაკეთებული სლაიდშოუს დახმარებით ავუხსნი
მოსწავლეებს პითაგორას თეორემის გამოყენების საჭიროებაზე პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
მაგ. როგორ გავიგოთ საკლასო ოთახის ფართობი,თუ ცნობილია ოთახის სიგრძე ან სიგანე
და დიაგონალის მნიშვნელობა.
|
აქტივობა
# 3 -15 წთ
ორგანიზების
ფორმა: ჯგუფები
აქტივობის
მიზანი
აქტივობის
აღწერა
|
ახსნილი
მასალის ცოდნის რეალიზება
ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ დავალებებს შესრულების
ინსტრუქციებით.
დავურიგებ მუყაოსგან
გამოჭრილ მართკუთხა სამკუთხედებს, მათ სახაზავით უნდა გაზომონ კათეტების
სიგრძეები და პითაგორას თეორემის მეშვეობით განსაზღვრონ ჰიპოტენუზის სიგრძე.
ინტერნეტსაიტზე „ხანის აკადემია“ ამოცანები პითაგორას თეორემის
გამოყენებაზე, ამოხსნით გავიგებთ 1 ჯგ. ხალიჩის პარამეტრებს,
2ჯგ. საფოსტო კონვერტში
სურათის მოთავსებაზე და 3 ჯგ. რა სიმაღლის კიბე დაგვჭირდება ხიდან ფისოს ჩამოყვანაში.
ჯგუფები ამოცანების
ამოხსნის მერე გააკეთებენ შესაბამის პრეზენტაციებს.
|
აქტივობა
# 4 - 5 წთ
ორგანიზების
ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის
მიზანი
აქტივობის
აღწერა
|
შეფასება,თვითშეფასება
რეფლექსია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ
მოვახდენ მთელი გაკვეთილის შეჯამებას, რეფლექსიას. მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, ჯგუფური სამუშაოს შესრულების,თვითშეფასების მიხედვით. ქულებით შეფასებისას გამოვიყენებ შეფასების კრიტერიუმებს,რომელსაც ბეჭდური სახით წინასწარ დავურიგებ მოსწავლეებს.
|
აქტივობა
# 5 - 5 წთ
აქტივობის
მიზანი
აქტივობის
აღწერა
|
საშინაო დავალება.
დავალების მიცემა
მთელ კლასს მივცემ მითითებებს საშინაო დავალების შესრულების შესახებ. მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში პითაგორას თეორემის გამოყენების შესახებ და
ამოცანებს ამოსახსნელად ვაძლევ სახელმძღვანელოდან.
|
შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები
|
1-2
ქულა |
3-4
ქულა |
5-6
ქულა |
7-8
ქულა |
9-10
ქულა |
გაკვეთილში ჩართულობა
|
არ იცის მათემატიკური ცნებები, ვერ ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, ვერ ერკვევა ამოცანის მოცემულობაში
|
ამოიცნობს მარტივ ფიგურებს, იცის ზოგიერთი ტერმინი და აღნიშვნა, მაგრამ ვერ აყალიბებს დებულებებს სწორად. ვერ ხსნის ამოცანებს
|
ფლობს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენას და მათ გამოსახვას,
ფლობს მაგრამ ვერ იყენებს დებულებათა ფორმულირებისხერხებს.
|
ფლობს დამოკიდებულებებს გეომეტრიულფოგურათა ელემენტებს შორის დაიყენებს მათ ამოცანებისამოხსნისას,მაგრამზოგჯერ შეცდომებით
|
აყალიბებს და ამტკიცებს თეორემებს, იცის დამოკიდებულება გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის დაიყენებს მათ ამოცანების ამოხსნისას
|
ჯგუფური მუშაობა
|
საერთოდ არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,არ გამოთქვ
ამს საკუთარ აზრებს |
პასიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, ნაკლებად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგჯერ არასწორად.
|
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და აკეთებს პრეზენტაცი
ებს. |
დავალება 2
ჯეინ
ელიოტის ექსპერიმენტი
ბავშვები არ იბადებიან ცრურწმენებითა და სტერეოტიპებით. ისინი მათ, ირგვლივ არსებული სოციალური ჯგუფებისგან სწავლობენ. სწორედ ამ თემას ეხმიანება მოცემული ექსპერიმენტი, რომელიც 2 დღეს გაგრძელდა. ჯეინ ელიოტმა თვალსაჩინო გახადა, თუ როგორ მოქმედებს პიროვნებაზე საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება და არასამართლიანი მოპყრობა. მან ბავშვებს საკუთარ თავზე განაცდევინა თუ რას ნიშნავს იყო პრივილეგირებული თუ დაჩაგრული ჯგუფის წევრი, რითაც მათ შავკანიანების მიმართ ტოლერანტობის გრძნობა აუმაღლა.
ვიდეოში ჩანს,მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს იმ თემის განხილვით, რომ ყველა თანასწორია და რომ ყველას უნდა მოვექცეთ ერთნაირად.ამის შემდეგ მასწავლებელმა დაყო ბავშვები ცისფერთვალიანებად და ყავისფერთვალიანებად.მან პირველად უპირატესობა მიანიჭა ცისფერთვალიანებს.ბავშვები ამბობენ რომ მისის ელიოტმა მათ ბავშვობა წაართვა. ყავისფერთვლიანები დაჩაგრულად და გარიყულად გრძნობდნენ თავს. ცისფერთვალიანებმა დაიწყეს ყავისფერთვალიანების ჩაგვრა.ისინი იქცნენ მჩაგვრელებად.
ვიდეოში ჩანს,მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს იმ თემის განხილვით, რომ ყველა თანასწორია და რომ ყველას უნდა მოვექცეთ ერთნაირად.ამის შემდეგ მასწავლებელმა დაყო ბავშვები ცისფერთვალიანებად და ყავისფერთვალიანებად.მან პირველად უპირატესობა მიანიჭა ცისფერთვალიანებს.ბავშვები ამბობენ რომ მისის ელიოტმა მათ ბავშვობა წაართვა. ყავისფერთვლიანები დაჩაგრულად და გარიყულად გრძნობდნენ თავს. ცისფერთვალიანებმა დაიწყეს ყავისფერთვალიანების ჩაგვრა.ისინი იქცნენ მჩაგვრელებად.
მომდევნო
დღეს მან უპირატესობა მიანიჭა ყავისფერთვალიანებს.ერთ ერთმა მოსწავლემ რომელიც იყო
ცისფერთვალა სათვალეც კი მოიხსნა რათა ყველასთვის ენახვებინა თავისი უპირატესობა.ყავისფერთვალიანები
გახდნენ უფრო აქტიურები.
ამ ექსპერიმენტის
დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანი, როგორი ადამიანი ხარ ან რა ფერის კანი გაქვს.ყველა თანასწორია.მოსწავლეებმა
გადაყარეს ყელსახვევები რომელიც ანსხვავებდა მათ ერთმანეთისგან და გამხიარულდნენ და
გახალისდნენ.
ჩემი აზრით დისკრიმინაციაა, როდესაც მოსწავლეებს ვეპყრობით
პრივილეგირებულად,გამორჩეულად სხვებისგან. მასწავლებელმა ამ ექსპერიმენტით დაანახა,
რომ ყველა ადამიანს ერთნაირი უფლებები აქვს.მიუხდავად განსხვავებული რელიგიის,თვალის
ფერისა და წარმომავლობისა.
ჩემი საკუთარი პრაქტიკიდან
გამომდინარე, კლასში მყავდა სოციალურად დაუცველი
და მრავალშვილიანი ოჯახიდან მოსწავლე, რომელიც უსუფთაოდ და დახეული ფეხსაცმელებით დადიოდა სკოლაში. ცუდად
სწავლობდა და ხშირად აცდენდა სკოლას. ყოველთვის მოწყენილი იყო და სხვა ბავშვებისგან
განსხვავებით თავს გარიყულად გრძნობდა. მოსწავლეები აბუჩად იგდებდნენ და ერიდებოდნენ
მასთან მეგობრობას. დავგეგმეთ კლასის საათი, სადაც მოსწავლეებს მივეცი დავალება,დაეხატათ
ნახატი ოჯახზე, ოჯახის წევრებზე ან მეგობრებზე და ესაუბრათ მათზე. აღმოჩნდა,რომ ყველაზე
საუკეთესო პრეზენტაცია „დაჩაგრულმა“ მოსწავლემ გააკეთა და შექებაც დაიმსახურა, როგორც
მასწავლებლის, ისე მოსწავლეების მხრიდან,რადგან უდიდესი სიყვარულის გამომხატველი აღმოჩნდა
მისი გამოსვლა და ყველამ თვალნათლივ დაინახა
რამხელა სიყვარული და პატივისცემა შეძლებია
თავისი მშობლების,ლოგინად ჩავარდნილი ბებიის და თავისი პატარა და ძმების მიმართ.ამის
შემდეგ ბიჭმა სისტემატურად დაიწყო სკოლაში სიარული,სწავლასაც მოუმატა და თანაკლასელებთან
ურთიერთობაც გამოსწორდა. მოსწავლეს ყველას
თვალში აუმაღლდა თვითშეფასება.
Комментариев нет:
Отправить комментарий