Страницы

მოდ. 2 წინასატრენინგო ნამუშევარი

                 მოდული 2:       მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები
          დავალების მიზანი: მონაწილეთა დახმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის, შეფასების სტრატეგიების, ასევე გენდერული და სოციალური ინკლუზიის საკითხების  შესახებ წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
          ინსტრუქცია:
          ქვემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურა და ვიდეოები ეხება საკლასო შეფასების, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და გენდ ერულ და სოციალური ინკლ უზ იის  საკითხებს.
  გავეცანით ყველა რესურსს (ნაწილი 1)


საკითხავ მასალაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდ ნობით, უპასუხეთ წარმოდგენილ კითხვებს (ნაწილი 2).
 ნაწილი 2:
           წაკითხული მასალისა და საკუთარი საკლასო პრაქტიკის გათვალისწინებით ვუპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
         1.რა არის საკლასო შეფასება და რატომ არის მნიშვნელოვანი ის სასწავლო პროცესის წარმართვისა და ეფექტურობისთვის?
          საკლასო შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. არსებობს შეფასების ორი ძირითადი ტიპი - განმავითარებელი და განმსაზღვრელი,ასევე დიფერენცირებული. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილებზე იყენებს სწორად დაგეგმილ განმავითარებელ შეფასებას და დიფერენცირებულ სწავლებას, მის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რისი გაკეთება სჭირდებათ სასწავლო მიზნების მისაღწევად. მასწავლებელი კი მიმართავს მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს მოსწავლეებს, გააუმჯობესონ თავიანთი მიღწევები.
          განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული საკითხის შესწავლისას. მისი მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ საკითხი, რაც მასწავლებელს ეხმარება სწავლების სწორად დაგეგმვასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.

              განმსაზღვრელი   შეფასება გამოიყენება სასწავლო მასალაზე მუშაობის დასრულების შემდეგ.   მისი მიზანია იმის დადგენა, თუ რა ხარისხით მიაღწია მოსწავლემ სტანდარტით განსაზღვრულ     სასწავლო მიზანს და რა ქულას იმსახურებს იგი.
              დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას   ცალკეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების მიხედვით. დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომლებითაც ყველა მათგანის გამოწვევა და დაინტერესება იქნება შესაძლებელი.

          2. რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის? შეფასების რა მეთოდები და ინსტრუმენტებია ცნობილი თქვენთვის?



განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზნები

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
ამოცანები
ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;
წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;
მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;
მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;
ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.
წარმატების კრიტერიუმი
განხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.
მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმები
მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ...
მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.
მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

          განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის განსხვავებას განაპირობებს სწორედ ის, თუ სწავლების რომელ ეტაპზე და რა მიზნით ხორციელდება შეფასება.
              განმავითარებელი შეფასებით ვადგენთ,როგორ გაიგო და გაიაზრა მოსწავლემ საკითხი. ასეთი შეფასებისას ქულებს არ ვწერთ,ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ემოვიფარგლებით განმავითარებელი ეფასების საშუალებები: სიტყვიერი
(
ზეპირი/წერილობითი) კომენტარითვით/ურთიერთშეფასების რუბრიკაკითხვარი.
            ცნობილია შეფასების შემდეგი ინსტრუმენტები: შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები,დაუსრულებელი წინადადებები(... ),კითხვების დასმა,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე,გრაფიკული ორგანიზატორები,შეფასების რუბრიკები.
            3.ძირითადად, რა ტიპის შეფასებას იყენებთ თქვენს პრაქტიკაში - განმავითარებელს თუ განმსაზღვრელს?
          ვიყენებ,როგორც განმავითარებელ,ასევე განმსაზღვრელ და დიფერეცირებულ შეფასებას.

           4.როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, ფლობს თუ არა მოსწავლე გარკვეული საკითხის ასათვისებლად საჭირო წინარე ცოდნას?
          შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების,სწრაფი წერითი სამუშაოს,კითხვა-პასუხის გამოყენება დაგვეხმარება გავარკვიოთ,ფლობს თუ არა მოსწავლე საკითხის ასათვისებლად წინარე ცოდნას.

          5.  როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის ფლობის/არფლობის შესახებ ინფორმაცია მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას?
          კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით მასწავლებელი დაადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს, რის შემდეგაც მან შესაბამისად უნდა დაგეგმოს სწავლება.მასწავლებელი წინასწარ ამზადებს მთავარ კითხვებს, რომლებითაც ის შეაფასებს მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონეს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში სხვა კითხვების დასმის აუცილებლობას. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ მოსწავლეებმა საკითხი კარგად ვერ გაიგეს, მასწავლებელს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს სწავლების პროცესში.

           6.რა აქტივობები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაგვეხმარება იმაში, რომ აღვრიცხოთ  მოსწავლეთა მიღწევები ან სირთულეები კონკრეტულ საგანში?
           ინსტრუმენტების ,,ცერები მაღლა/დაბლადა ,,შუქნიშანიშესაძლებელია არა მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა სასწავლო მასალა, არამედ მოსწავლეთა აზრის გასაგებად ნებისმიერ საკითხზე ან შეხედულებაზე.
          ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლემოსწავლის თვითშეფასებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტია,ვიცი“ - მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ, თუ რა წინარე ცოდნა აქვთ მათ შესასწავლი საკითხის შესახებ; შემდეგ ისინი უნდა დაფიქრდნენ და მომდევნო სვეტში - „მინდა ვიცოდე“ - ჩამოწერონ კითხვები, რომლებიც გაუჩნდათ შესასწავლ თემასთან დაკავშირებით; ხოლო საკითხის შესწავლის პროცესში, ან მისი დასრულების შემდეგ შეავსონ ბოლო სვეტი - ,,ვისწავლე“ - ახალი ინფორმაციით, რომელიც სწავლის პერიოდში მიიღეს.

          7.როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ გაანალიზებული მონაცემები მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას?

          მიღწევებისა და სირთულეების შესახებ გაანალიზებული მონაცემები აუცილებლად უნდა  გამოვიყენოთ შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვისას,უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები,საჭიროებები და რა სითულეებიც გამოიკვეთება,სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვით  შეიძლება  გავამარტივოთ.

           8.რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება მოსწავლისათვის? რას გულისხმობს დროული უკუკავშირი? ეფექტური უკუკავშირი?
უკუკავშირი ეფექტურია, როდესაც:
1. მიმართავს მოსწავლის ყურადღებას სასწავლო მიზნებისკენ, მოსწავლის ძლიერი მხარეებისკენ და სთავაზობს სპეციფიკურ ინფორმაციას გასაუმჯობესებლად;
2. ხორციელდება სწავლის პროცესში, სანამ ჯერ კიდევ არის მისი გათვალისწინების დრო;
3. ეხება საკითხის ნაწილობრივ გაგება-გააზრებას;
4. არ ჩაანაცვლებს და არ გამორიცხავს მოსწავლის აზროვნებას;
5. შემოიფარგლება იმ აუცილებელი რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინება ძალუძს მოსწავლე

უკუკავშირის მახასიათებლები
უკუკავშირის გვარობა
რეკომენდაციები ეფექტური უკუკავშირისთვის
დრო
როდის და რამდენად ხშირად მივაწოდოთ
დაუყოვნებლივი უკუკავშირი ფაქტების ცოდნასთან დაკავშირებით;
ოდნავ დაყოვნებული უკუკავშირი აზროვნებასა და ნამუშევრის შეფასებასთან დაკავშირებით;
დაუყოვნებელი უკუკავშირი გადაუდებელი საჭიროებისა და მოსწავლეთა მოლოდინის
შემთხვევაში;
უკუკავშირის სიხშირე განისაზღვრება პრაქტიკული საჭიროები გამომდინარე
მოცულობა
რამდენ პუნქტს მოიცავს და რა ზომისაა ეს პუნქტები
პრიორიტეტების გამოკვეთაგამოყავით ის პუნქტები, რომლებიც მნიშვნელოვანია;
შეარჩიეთ ის პუნქტები, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად სასწავლო მიზნებთან;
გაითვალისწინეთ მოსწავლის განვითარების/მზაობის დონე.
მიწოდების ფორმა
ზეპირსიტყვიერი, წერილობითი, ვიზუალური/დემონსტრირებით
შეარჩიეთ შესაფერისი ფორმა უკუკავშირისთვის. მოსწავლის მერხთან ჯობია თუ
უმჯობესია მინიკონფერენცია?
ჯობია მოსწავლესთან გასაუბრება, თუ ეს შესაძლებელია;
მიეცით წერილობითი უკუკავშირი მოსწავლის წერილობით ნამუშევართან დაკავშირებით
საშინაო დავალების რვეულში, საკლასო სამუშაოების რვეულში;
გამოიყენეთ სადემონსტრაციო საშუალებები იმის წარმოსაჩენად, “როგორ უნდა
შესრულდეს დავალება”, თუ მოსწავლეებს სჭირდებათ ნიმუში.

აუდიტორია
ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელი კლასი
ინდივიდუალური უკუკავშირი აგრძნობინებს მოსწავლეს, რომ მასწავლებელი აფასებს
მას;
ჯგუფური უკუკავშირი მიზანშეწონილია, თუ კლასის მოსწავლეთა უმრავლესობამ
გააცდინა/გამოტოვა/ვერ აითვისა საკითხი და საჭიროა მისი ხელახლა სწავლება



          9.როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი?
მოსწავლეების მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა შეფასებიდან მოგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება დროული, სპეციფიური უკუკავშირის წარმოება, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ თავიანთი სწავლა, გამოასწორონ სისუსტეები და განიმტკიცონ ცოდნა. კვლევებმა დაადგინა, რომ როდესაც უკუკავშირი სპეციფიკურია და ფოკუსირებულია ამოცანის თვისებებსა და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა გააუმჯობესონ შედეგები, მას დადებითი გავლენა აქვს ყველა, განსაკუთრებით კი სუსტ მოსწავლეებზე.
შეფასების მეთოდები
მიზანი
როდის გამოიყენება
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტი
დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს.
გამოიყენება მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშნები გროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში.
  • ჩანიშვნები (doc) შეგროვებული ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში.
  • ჩეკლისტები (doc) რომლებიც ხელს უწყობს მოსალოდნელ ქცევაზე ფოკუსირებას.
დღიური წარმოადგენს მოკლე რეგულარულ განახლებებს პროექტის წიგნაკში, ჟურნალში ან მოკლე ფორმაში, რომელიც გამოიყენება სტრუქტურულ მინიშნებებთან ერთად.
განიხილება პროგრესის შემოწმების დროს შეხვედრებზე და პროექტის კონფერენციებზე.
პროგრესის ჩეკლისტები
პროგრესის ჩეკლისტები საჭიროა მაშინ, როდესაც პროექტი ითხოვს მოსწავლისგან სპეციფიური მოთხოვნების მიღწევას თანმიმდევრული ქმედებითა და გრაფიკის მიხედვით.
გამოიყენება ჯგუფური შეხვედრების ან პროექტის კონფერენციების დროს. მოსწავლეები იყენებენ მას თავისი ნამუშევრის პროგრესის მონიტორინგისათვის.
  • ჩეკლისტები (doc) ეტაპებისა და თარიღების მიხედვით ინდიკატორების მითითებით
პროგრესის ანგარიშები  
პროგრესის ანგარიშები ეხმარებათ მოსწავლეებს, რომ ასახონ პროგრესი ან თავისთვის განმარტონ სხვადასხვა საკითხი. ანგარიში შეიძლება იყოს სამუშაო ვერსიის, მონაცემების შეჯამების ან სხვა სახით წარმოდგენილი.
გამოიყენება პროექტის ძირითადი ეტაპების დროს.
პროექტის შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგები
პროექტების შეხვედრები საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს მოსწავლეების მზაობის გაძლიერება შემდეგი ეტაპისათვის. გამოიყენეთ პროგრესის შესამოწმებლად, ჯგუფური მუშაობის დროს ვალდებულების შენარჩუნებისათვის და შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად.
მოკლე რეგულარული ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები პროექტის მანძილზე.
  • მიზნები და პროცესის ფორმა

          10.რომელი ზმნები მოიაზრება ბლუმის ტაქსონომიის თითოეული დონისათვის (ზოგჯერ შეიძლება გადაფარვასაც ჰქონდეს ადგილი)?
1 დონე-ცოდნა:დაალაგე, აღწერე, განსაზღვრე, გაიხსენე, შეარჩიე, დააკავშირე.
2 დონე-გაგება:ახსენი, შეაჯამე, განსაჯე, მოიყვანე მაგალითი, ილუსტრაცია, დააჯგუფე, შენი  სიტყვებით ჩამოაყალიბე.
3 დონე-გამოყენება:გამოიყენე, გადაწყვიტე, განახორციელე, მოამზადე, შეცვალე, ააგე.
4 დონე-ანალიზი:გააანალიზე, შეადარე, გაზომე, შეამოწმე, ჩაატარე ექსპერიმენტი, გამოსახე გრაფიკულად, ააგე დიაგრამა, შეაფასე.
5 დონე-სინთეზი:შეიმუშავე გეგმა, შექმენი, ააგე, გადაამოწმე, გარდაქმენი, ააწყვე, შეცვალე, შეიმუშავე ჰიპოთეზა და შეამოწმე.
6 დონე-შეფასება:შეაფასე, დაასაბუთ, გამოიკვლიე, მოიყვანე არგუმენტები.

           11.როგორ შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სასწავლო მიზნების განსაზღვრაში?
მიზანი მკაფიოდ და ბავშვებისთვის გასაგები ენით უნდა იყოს ფორმულირებული.
სასურველია, გავაცნოთ ერთი, კონკრეტული და არსებითი მიზანი, ვინაიდან რამდენიმე მიზანმა შესაძლოა ისინი საბოლოო შედეგს დააშოროს
მიზანი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მოსწავლე მიხვდეს, რის შეფასება მოხდება გაკვეთილის ბოლოს.
მიზანში ხაზგასმული უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რა ეცოდინებათ მოსწავლეებს, არამედ ისიც,როგორ არის შესაძლებელი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

 დონეზე კონკრეტული თემის ახსნისას ხდება ახალი ფაქტების გაცნობა, ახალი წესების განმარტება.
II დონეზე მასწავლებელმა უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინოებები, მოსწავლეებისთვის გასაგები ენით მოკლედ შეაჯამოს ახალი ცნებები, ინფორმაცია.
III დონეზე მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიძიონ რეალური სიტუაციები, რომელთა დროსაც ისინი გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ თეორიულ ცოდნას.
IV დონეზე მასწავლებელი გამოყოფს საკითხის სხვადასხვა მხარეს, ადარებს ერთმანეთს, პროცესი იშლება ნაწილებად. შესაძლოა ამ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩაატარებინოს ექსპერიმენტი, ასევე ავალებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტების მოძიებას, მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების დაფიქსირებას.
V დონეზე მასწავლებელი კონკრეტული ფაქტების თუ მოვლენების გათვალისწინებით ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიფიქრონ პრობლემის გადაჭრის გზები, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, დასახონ შემოწმების გზები.
VI დონეზე ახალი მასალის ახსნის შემდეგ მასწავლებელი გეგმავს დისკუსიას, სადაც მოსწავლებთან ერთად განიხილავს შესწავლილი თეორიის ან მიდგომის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს. სთხოვს მათ გამოიყენონ არგუმენტები ამ თეორიის პრაქტიკული დანიშნულების წარმოსაჩენად თუ უარსაყოფად.
           12.რა სირთულეები შეგქმნიათ კლასში გენდერული თანასწორობის საკითხებთან, მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებთან და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორ შეცვალეთ ან შეცვლიდით თქვენს პრაქტიკას შემდგომში?
დაბალი სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის მქონე ოჯახის ბავშვები ხშირად აცდენენ სკოლას,რადგან ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში,ან მუშაობენ კერძო სამუშაოებზე,რაც ხელს უშლის მათ ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
ეროვნული უმცირესობებისთვის ზოგ შემთხვევებში სახელმძღვანელოების არასაკმარისობაა ან დაბალი ხარისხი.

შეაჯამეთ განხილული მასალა ინსტრუმენტისორმაგი ჩანაწერების დღიურიგამოყენებით - იმუშავეთ  მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად (ნაწილი 3).
           ნაწილი 3:
          ფასილიტატორი მასწავლებლებს აძლევს ინსტრუქციას:
          განხილული მასალის შესაჯამებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსტრუმენტი - „ორმაგი ჩანაწერების დღიური. ფურცელზე დახაზეთ ცხრილი ქვემოთ წარმოდგენილი ფორმატით (იხ. ქვემოთ). ცხრილის მარცხენა სვეტში ჩაწერეთ ერთი ან ორი ფაქტი, ტერმინი, განმარტება, რომლებმაც თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მარჯვენა სვეტში კი, საკითხთან დაკავშირებით თქვენი კითხვები,  მოსაზრებები, დამოკიდებულებები, გამოწვეული ემოციები.


ცხრილი: „ორმაგი ჩანაწერების დღიური (Double Entry Journal)
ფაქტი/ტერმინი/განმარტება/ნაწყვეტი
ჩემი ფიქრები/დამოკიდებულება/მოსაზრება/კითხვა
ქვიზი არის მოკლე ტესტი.„ქვიზიდა ტესტი ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობით განსხვავდება. „ქვიზიშეიძლება შედგებოდეს დაახლოებით 8-10 კითხვისგან, რომლებიც უკავშირდება შესასწავლი მასალის ერთ რომელიმე ქვეთავს ან, თუნდაც, კონკრეტული გაკვეთილის თემას. სწორედ აქედან გამომდინარე, „ქვიზიგვაძლევს საშუალებას, სწრაფად შევაფასოთ მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე და მათ დაუყოვნებლივ მივაწოდოთ უკუკავშირი.
ტესტი შედგება შედარებით დიდი რაოდენობის კითხვებისაგან (20-დან 50-მდე კითხვა)რომლებიც შეიძლება ფარავდეს რამდენიმე თვის, მთელი სემესტრის ან წლის განმავლობაში ნასწავლი მასალის შინაარსს. ამიტომ, ტესტი, როგორც წესი, ემსახურება განმსაზღვრელ შეფასებას და მასში მიღებული ქულა აისახება მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე.

ამ ინსტრუმენტს აქამდეც ვიყენებდი,მაგრამქვიზირომ ერქვა, არ ვიცოდი.
მოკლე ტესტებს ვიყენებ დამოუკიდებელი სამუშაოს დახურული კითხვების  სახით გაკვეთილის ან შესწავლილი თავის ბოლოს როგორც კარგი განმავითარებელი ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება გავიგო, როგორ გაიგეს და აითვისეს მოსწავლეებმა მასალა,ნაშრომის შეფასების მერე ვაძლევ მათ სათანადო ზოგად უკუკავშირს, როგორი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა მთლიანობაში და რისი გაუმჯობესებაა საჭირო.

მაინტერესებს „ქვიზის“ გამოყენების მერე წერილობითი კომენტარები რა შემთხვევაშია აუცილებელი,ამიტომ მოვიძიებ უფრო დაწვრილებით ინფორმაცის „ქვიზის“ შესახებ.
ჩელისტი
ჩექლისტ“, ის შედგება შესასრულებელი სამუშაოს მაჩვენებლების ან მისი ცალკეული კომპონენტების ჩამონათვალისგან და შესაძლებლობას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია მათი არსებობის ან არარსებობის შესახებ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მითითების გარეშე.
მოსწავლეებსჩექლისტებისგამოყენება უადვილებს იმის გაგებას, თუ რა და როგორ გააკეთონ და აძლევს მათ შესაძლებლობას, მარტივად მოახდინონ საკუთარი მუშაობის მონიტორინგი.

დავინტერესდი რას ნიშნავს ჩექლისტი და რა განსხვავებაა  შეფასების რუბრიკასა დაჩექლისტსშორის.რა უპირატესობა გააჩნია და რაში დაეხმარება მასწავლებელს ჩექლისტის გამოყენება შეფასებისას. ასევე გამოადგება თუ არა მოსწავლეს ჩექლისტი და როგორ უნდა გამოიყენოს საკუთარი მუშაობის მონიტორინგის დროს პრაქტიკულად.







სამუშაოს დასრულების შემდეგგაუზიარეთ თქვენი შეხედულებები მეწყვილეს.რამდენიმე თქვენგანს (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევარი მთელ ჯგუფს გაუზიაროს და მიიღოს კოლეგებისგან უკუკავშირი

Комментариев нет:

Отправить комментарий