დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის
მასწავლებლის გიული ყოჩიაშვილის შესრულებული ტრენინგის შემდგომი დავალება
სასწავლო პროექტი
მათემატიკაში თემაზე: „ჩვენი დროის ნუმერაცია“
სიტუაცია
|
სტანდარტი
|
მიზანი
|
აქტივობები
|
# 1
პროექტის თემის „რა უპირატესობა და ნაკლი გააჩნია ჩვენი დროის
ნუმერაციას?“
შეთავაზების მერე
მოსწავლეებს მივეცი თავისუფლება,თავად ჩამოაყალიბონ
კითხვები,რომლებზე პასუხებიც აინტერესებთ და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრონ
გზა,რომ წარმატებით მიაღწიონ საბოლოო სასურველ
შედეგს
|
მათ. VII.1.
მოსწავლეს შეუძლია რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, შედარება და დალაგება
პოზიციური სისტემის გამოყენებით; რიცხვების თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის
გამოყენებით.
შედეგითვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·
შეუძლია რიცხვების წაკითხვა,
გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით; რიცხვების
თვისებების გამოკვლევა პოზიციური სისტემის გამოყენებით.
|
1.
1. აზრის
ჩამოყალიბება-გადმოცემის
2.
ინფორმაციის მოძიების
3.
კომუნიკაციის
4.
თანამშრომლობის
5. გაცნობა და გააზრება იმ ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა,
რაც ჩვენი დროის ნუმერაციას ახასიათებს
|
აქტ.1
წინარე ცოდნის
დადგენა-გააქტიურება გონებრივი იერიშის მეთოდით
(თვალსაჩინოდ
დაწერილი კითხვები
(დაფაზე, ჩარტზე)
1.
რა არის ციფრი?
2. რით განსხვავდება რიცხვი და ციფრი? 3. რამდენი ციფრი იცით? 4. რა ვიცით რიცხვების წარმოშობის შესახებ?
5. რომელი
პოზიციური რიცხვითი სისტემები იცით?
6. როგორია ქართული ანბანური ნუმერაცია?
7. რა უპირატესობა
და ნაკლი გააჩნია ჩვენი დროის ნუმერაციას?
თვითეულ კითხვაზე მოვისმენთ
მოსწავლეთა პასუხებს.
აქტ.2
პროექტის თემის ,მიზნის და შინაარსის გაცნობა.ჯგუფების დაკომპლექტება.გადანაწილდება ფუნქციები,თუ რა უნდა
შეასრულოს თითოეულმა
ჯგუფმა.მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი აზრები და სურვილები.(
პირველი ჯგუფი იმუშავებს ჩვენი დროის ნუმერაციის ღირსებაზე,მეორე ჯგუფი - მის
ნაკლოვანებაზე ინფორმაციის მოძიებაზე),
აქტ.3
ჯგუფური მუშაობის დაწყება, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტვებგვერდებიდან,
ენციკლოპედიიდან,ლიტერატურიდან და სხვა.მოსწავლეებს ვთხოვთ
აწარმოონ პროექტის ჟურნალი,რომელშიც იქნება ინდივიდუალური დღიურები
თვითეული ჯგუფისთვის, სადაც აღწერენ პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ
ინფორმაციას. პროექტის განმავლობაში განიხილავენ ჩანაწერებს, რათა შევამოწმოთ
გაგების დონე, უზრუნველვყოთ უკუკავშირი და საჭიროებისამებრ მივცეთ მოსწავლეებს
მითითებები.
აქტ.4
ჯგუფებმა დაამზადეს მოსაწვევიბარათები, ბუკლეტები,გამოუშვა გაზეთი
„საოცარი რიცხვები“.ბლოგერზე გახსნეს საკუთარი ვებგვერდი.
ჯგუფებმა წარმოადგინეს ზეპირი პრეზენტაციები
შესრულებული სამუშაოების ირგვლივ,საიდანაც თვალნათლივ გამოჩნდა
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ჩვენი დროის ნუმერაციას.
აქტ.5
ბოლოს გაკეთდა რეფლექსია,ანუ შეფასება, თითოეულმა
ჯგუფმა შეაფასა თავისი პრეზენტაცია,ეს მოხდა ურთიერთშეფასების და თვითშეფასების საფუძველზე წინასწარ შედგენილი და გაცნობილი მოსწავლის თვითშეფასების კრიტერიუმების
მეშვეობით. სლაიდშოუ შეფასდა პრეზენტაციის გზამკვლევის,ხოლო დღიურები,ჟურნალის შეფასება
სტრუქტურული მინიშნებების მეშვეობით.მასწავლებელმა მოახდინა რეფლექსია,რა იყო დადებითი,კერძოდ
როგორ დაინტერესდნენ მოსწავლეებიპროექტის თემით,როგორ შეიძინეს 21 - ე საუკუნის უნარ
ჩვევები,ისწავლეს ინფორმაციის მოძიება,
დამოუკიდებელი აზროვნება და მოქმედება,განუვითარდათ
თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,როგორ ჩაერთო ყველა მოსწავლე პროექტში.მოსწავლეთა
შეფასება მოხდა ქულებით შეფასების რუბრიკების წინასწარ გაცნობით.მასწავლებელმაც და
მოსწავლეებმაც შეავსეს თვითშეფასების ფორმები,რაც მათ მომავალ
პროექტზე მუშაობისას უკეთესად დაგეგმვაში დაეხმარება.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий