Страницы

მოდ.2 წინასატრენინგო დავალება

                                                    წინასატრენინგო   დავალება

მოდული 2:       მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები
დავალბის მიზანი: მონაწილეთა დახმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვის, შეფასების სტრატეგიების, ასევე გენდერული და სოციალური ინკლუზიის საკითხების  შესახებ წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
ინსტრუქცია:
ქვემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურა და ვიდეოები ეხება საკლასო შეფასების, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და გენდ ერულ და სოციალური ინკლ უზ იის  საკითხებს. გაეცანით ყველა რესურსს (ნაწილი 1)[1].
საკითხავ მასალაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდ ნობით, უპასუხეთ წარმოდგენილ კითხვებს (ნაწილი 2).
შეაჯამეთ განხილული მასალა ინსტრუმენტისორმაგი ჩანაწერების დღიურიგამოყენებით - იმუშავეთ  მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად (ნაწილი 3).

შენიშვნა: კითხვებზე პასუხების გაცემა და ინსტრუმენტზეორმაგი ჩანაწერების დღიური“  მუშაობა დაგეხმარებათ შეაფასოთ საკუთარი თავი და გააანლიზოთ ის, თუ რამდენად საფუძვლიანად შეძელით მოწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრება.გაცემული პასუხებისა და შევსებულიორმაგი ჩანაწერების დღიურისშეფასება არ ხდება ტრენერის მიერ და შესაბამისად, არ გევალებათ მათი გაგზავნა ტრენერთან, თუმცა გაითვალისწინეთ,რომ ამ დავალებების შესრულების ხარისხის შემოწმების მიზნით ტრენინგზე ჩაგიტარდებათ მოკლექვიზი, რომლის შედეგებიც აისახება თქვენს საბოლოო შეფასებაზე.



ნაწილი 1:
N
ლიტერატურა

ელ. რესურსები
1
გენდერული და სოციალური ინკლუზიის სახელმძღვანელო ტრენინგების მოდულის ავტორებისთვის. გვ. 2-6.
2
შემდეგი წყაროს გამოყენებით გაეცანით ბლუმის განათლების მიზნების ტაქსონომიას და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზმნებსა და აქტივობებს, რომლებიც დამახასიათებელია ამა თუ იმ დონისათვის.:
3
სოფიო გორგოძე - ,,ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ (ჟურნალი ,,მასწავლებელიგვ. 15-19);
ნატალია ედიშერაშვილი - ,,შეფასების რუბრიკების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და მათი ტიპები“ (ჟურნალი ,,მასწავლებელი“, გვ. 20-23)
4
განმავითარებელი შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში
(ჟურნალი ,,მასწავლებელი”, #6, 2016. გვ.18)
5
6
განმავითარებელი შეფასება მათემატიკაში
ვიდეო რესურსი
7
მათემატიკის კონსტრუქტივისტული სწავლება დაწყებით კლასებში
ვიდეო რესურსი
8
როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს უკუკავშირი სწორად:
ვიდეო რესურსი
9
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება
შენიშვნა: მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო სახელწოდებითგანმავითრებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.“ აღნიშნული სახელმძღვანელოს გაცნობა არ არის სავალდებულო, თუმცა, მისი მასწავლებლებისთვის გაზიარება ემსახურება შემდეგ მიზნებს:
სახელმძღვანელო მასწავლებლებს დაეხმარება კარგად გაიაზრონ კავშირი განმავითარებელ შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლებას შორის, გაეცნონ განმავითრებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების კონკრეტულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მაგალითებს
ტრენინგის შემდგომი საშინაო დავალების შესრულებისას სავალდებულო იქნება ამ სახელმძღვანელოში მოცემული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, შესაბამისად, სასარგებლოა მისი გაცნობა.
ნაწილი 2:
წაკითხული მასალისა და საკუთარი საკლასო პრაქტიკის გათვალისწინებით უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
რა არის საკლასო შეფასება და რატომ არის მნიშვნელოვანი ის სასწავლო პროცესის წარმართვისა და ეფექტურობისთვის?
რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის? შეფასების რა მეთოდები და ინსტრუმენტებია ცნობილი თქვენთვის?
ძირითადად, რა ტიპის შეფასებას იყენებთ თქვენს პრაქტიკაში - განმავითარებელს თუ განმსაზღვრელს?
როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, ფლობს თუ არა მოსწავლე გარკვეული საკითხის ასათვისებლად საჭირო წინარე ცოდნას
როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის ფლობის/არფლობის შესახებ ინფორმაცია მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას?
 რა აქტივობები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაგვეხმარება იმაში, რომ აღვრიცხოთ  მოსწავლეთა მიღწევები ან სირთულეები კონკრეტულ საგანში?
როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ გაანალიზებული მონაცემები მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას?
რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება მოსწავლისათვის? რას გულისხმობს დროული უკუკავშირი? ეფექტური უკუკავშირი?
როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი?
რომელი ზმნები მოიაზრება ბლუმის ტაქსონომიის თითოეული დონისათვის (ზოგჯერ შეიძლება გადაფარვასაც ჰქონდეს ადგილი)?
როგორ შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სასწავლო მიზნების განსაზღვრაში?
რა სირთულეები შეგქმნიათ კლასში გენდერული თანასწორობის საკითხებთან, მოსწავლეთა სპეციალურ საჭიროებებთან და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორ შეცვალეთ ან შეცვლიდით თქვენს პრაქტიკას შემდგომში?

ნაწილი 3:
ფასილიტატორი მასწავლებლებს აძლევს ინსტრუქციას:
განხილული მასალის შესაჯამებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსტრუმენტი - „ორმაგი ჩანაწერების დღიური. ფურცელზე დახაზეთ ცხრილი ქვემოთ წარმოდგენილი ფორმატით (იხ. ქვემოთ). ცხრილის მარცხენა სვეტში ჩაწერეთ ერთი ან ორი ფაქტი, ტერმინი, განმარტება, რომლებმაც თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. მარჯვენა სვეტში კი, საკითხთან დაკავშირებით თქვენი კითხვები,  მოსაზრებები, დამოკიდებულებები, გამოწვეული ემოციები.


ცხრილი: „ორმაგი ჩანაწერების დღიური (Double Entry Journal)
ფაქტი/ტერმინი/განმარტება/ნაწყვეტი
ჩემი ფიქრები/დამოკიდებულება/მოსაზრება/კითხვა













სამუშაოს დასრულების შემდეგგაუზიარეთ თქვენი შეხედულებები მეწყვილეს.რამდენიმე თქვენგანს (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევარი მთელ ჯგუფს გაუზიაროს და მიიღოს კოლეგებისგან უკუკავშირი.

დანართი 1-ის სახით მოცემულიაორმაგი ჩანაწერების დღიურისშევსებული ნიმუში.

დანართი 1: ორმაგი ჩანაწერების დღიური
 ბიოლოგია, VIII კლ. თემა: გენეტიკა და სელექცია
ფაქტი/ტერმინი/განმარტება/ნაწყვეტი
ჩემი ფიქრები/დამოკიდებულება/მოსაზრება/კითხვა




პროგერია

ეს არის ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადება. მას შემდეგ, რაც ამ დაავადების შესახებ გავიგე, სულ ვფიქრობ ადამიანებზე ამ დაავადებით და ძალიან განვიცდი.

ვაპირებ, რომ კიდევ უფრო მეტი წავიკითხო პროგერიის შესახებ და გავიგო, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს.




თუ დედა არის 35-40 წლის ასაკზე მეტის, ალბათობა იმისა, რომ მას შეეძინოს დაუნის სინდრომით დაავადებული შვილი 10-20-ჯერ მეტია.

მე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მქონდა დაუნის სინდრომის შესახებ და ვიცოდი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადება არაა დამოკიდებული მშობლების ეროვნებაზე ან სოციალულრ სტატუსზე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ არსებობს კორელაცია დედის ასაკასა და დაუნის სინდრომს შორის.

აქედან გამომდინარე, კითხვა გამიჩნდა: ნიშნავს ეს იმას, რომ ქალმა თავიდან უნდა აირიდოს ორსულობა 35-40 წლის ასაკში?





[1]რეკომენდირებულია,ცალკე საქაღალდეში წარმოდგენილი წინასატრენინგო მასალის გაცნობაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий