Страницы

მოდ 3 წინასატრენინგო ნაშრომი


                                                                      ტესტი

ნაწილი 1. გაიაზრეთ  და  უპასუხეთ  ქვემოთ  მოცემულ  სამ  შეკითხვას

1.     დაასახელეთ ეფექტიანი ფიზიკური გარემოს ორი მახასიათებელი (ან მაგალითი)  კლასსა და სკოლაში, მოკლედ ახსენით მათი მნიშვნელობა მოსწავლისათვის.

საკლასო გარემო ფართო ცნებაა,რომელიც გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას,ატმოსფეროს,რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა;კლასში დამკვიდრებული წესები და ოთახის ფიზიკური გარემო,ზემოთ აღნიშნულიდიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე,მშვიდი და თბილი გარემო კლასშიმრავალ ფაქტორს უკავშირდება;მაგ: მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობა, მასწავლებლის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი უნდა იყოს დადებითი ატმოსფეროს შექმნა სწავლება-სწავლის პროცესში. სკოლას მრავალი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება შეუძლიაეფექტიანი ფიზიკური გარემოს უზრუნველსაყოფად,როგორიცაა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა (აგრძნობინებს მოსწავლეებს მათდამი პატივისცემასა და ინტერესს მათი ინტერესებისადმი).უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასკოლის შინაგანაწესით და მისი დაცვა.
ეფექტიან ფიზიკურ გარემოში ასევე  გამოვყოფდი  მკაფიო ინსტრუქციების მიცამას და  პოზიტიურ  განწყობას მოსწავლის მიმართ. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახლად გადმოსულ მოსწავლისთვის ამიხსნია, თუ სად მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის  ადგილები (სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი,ბიბლიოთეკა,ტუალეტი) და მინახებია, თუ როგორ არის განლაგებული ავეჯი (წიგნების თარო, სამედიცინო აფთიაქის ყუთი, სად ვინახავთ ცარცს, ..). ასეთი მარტივი ინსტრუქციები თავიდანვე განაწყობენ მოსწავლეებს  იმისათვის, რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

2. განმარტეთ, რატომ უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ (მაგ. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი)და პიროვნულ (მაგ. სააზროვნო უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვ.) განვითარებას.


            ვიგოტსკის თეორიის თანახმად მოსწავლეები უფრო მაღალ  ინტელექტუალურ დონეს კოლაბორაციულ გარემოში აღწევენ, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობისას. თანამშრომლობითი სწავლების მთავარი ავტორები სწორედ მოსწავლეები არიან.
თანამშრომლობითი სწავლების დროს მოსწავლეებს უნვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარი,ინტრა და ინტერ პერსონალური ინტელექტი. მონაწილეობენ დიალოგში, გამოთქვავენ და განიხილავენ საკუთარ მოსაზრებებს,ეხმარებიან თანაკლასელებს, უვითარდებათ ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის უნარი. თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში  შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებასაც.

3. 
დაასახელეთ ორი ხერხი/გზარომლითაც მასწავლებელს შეუძლია შექმნას ორგანიზებული და უსაფრთხო სასწავლო გარემო.მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები
დაასაბუთეთ, რატომ შეუწყობს ხელს თითოეული დასახელებული სტრატეგია ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის აცუვილებელია,შევისწავლოთ და შევაფასოთ გარემო სხვადასხვა სფეროში; აქ მოიაზრება მშობლებთან თანამშრომლობაც რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, უსაფრთხო გარემოს დაგეგმვის პირველი ეტაპი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით : კითხვარის, დასწრების, მონიტორინგის საშალებით.
მაგ: ვაწარმოოთ მონიტორინგი, მოსწავლეთა სხვადასხვა საფეხურზე, განსაზღვრული კრიტერიუმებით ( თუ გვაქვს  პრობლემა, ან კონკრეტული მიზანი) და შემდგომ დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძებები.
გამოვიყენოთ კითხვარი მშბლებთან და მოსწავლეებთანაც : თუ რა აღელვებთ მათ?! როგორია მათთვის იდეალური საკლასო გარემო?!რას ურჩევდნენ მასწავლებელებს?! რას შეცვლიდნენ სკოლაში.
 ორგანიზებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად გამოდგება ისეთი რესურსი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს მასალის გადმოცემაში, უვითარებს მოსწავლეებს ესთეტიკურ გემოვნებას და ასტიმულირებს მათ აზროვნებას და შემოქმედობითობას. ეს შეიძლება იყოს პოსტერები, პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რომლებიც უწყობს ხელს  ინფორმაციის მიღებას  და გაგებას, ანალიზს და კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთი მასალის საკლასო ოთახის კედლებზე გამოფენა დააინტერესებს და მოტივაციას აუმაღლებს მოსწავლეებს.
ნაწილი 2. თქვენს წინაშეა არჩევითპასუხებიანი  ტესტური დავალებები. გაეცანით, დაფიქრდით და მონიშნეთ სწორი პასუხები

1.    იაპონურ საგანმანათლებლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მასწავლებელთა ჯგუფი ახდენს გაკვეთილის გარჩევა/შესწავლას, რაც გულისხმობს:

I. ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმის განხილვასა და რეკომენდაციების მიცემას მისი გაუმჯობესების მიზნით;

II. გაკვეთილზე დასწრებას, რომლის დროსაც, დამსწრე მასწავლებლები დადიან ოთახში და აკვირდებიან, თუ რას აკეთებენ მოსწავლეები;

III.გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებლის მიერ გაკეთებული ჩანაწერებისა და  წერილობითი რეფლექსიის გაანალიზებას;

IV. თავდაპირველი გეგმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის შესწორებული სახით ჩატარებას სხვა კლასში, შეტანილი ცვლილებების შეფასების მიზნით.


I, II და III;
) I, II და IV;
II, III და IV;
ყველა.

  
2.      ჩამოთვლილთაგან რომელი გზა ემსახურება ყველაზე მეტად მასწავლებლის  მიზანმიმართულ პროფესიულ განვითარებას?

) მასწავლებელი ხშირად უნდა ესწრებოდეს აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ პროფესიულ ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ორგანიზაციებმა უკეთ იციან, რასაჭიროებები აქვთ მასწავლებლებსდა მათი ტრენინგები სწორედ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ემსახურება

) მასწავლებელი უნდა აკეთებდეს საკუთარი პრაქტიკის კრიტიკულ ანალიზსა და შეფასებას, რის საფუძველზეც იგი შემდგომ დაგეგმავს თავის პროფესიულ განვითარებას. ამაში მას შეიძლება ბევრი რამ ეხმარებოდეს - დაწყებული კოლეგებთან თანამშროლმობით, ლიტერატურაზე წვდომითა და ინფორმირებულობით დამთავრებული. 

) მასწავლებელი საკუთარ პროფესიონალიზმს უნდა აფასებდეს კოლეგების მიღწევებთან საკუთარი მიღწევების შედარების გზით. ამიტომ მის მიერ შედგენილი განვითარების გეგმა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საგნობრივ კათედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან და უმეტესწილად, კოლეგებთან თანამშრომლობას მოიაზრებდეს.



3.    მასწავლებლის მიერ პორტფოლიოს წარმოების მიზანია:

) ასახოს მასწავლებლის საქმიანობის ხარისხის ცვლილება, რომელიც დადასტურებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებული თვითშეფასებითა და რეფლექსიით;
) მისცეს მასწავლებელს შესაძლებლობა, შეაგროვოს სამსახურეობრივი მოვალეობების დროული და ხარისხიანი შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია;

) დაეხმაროს სკოლის ადმინსტრაციას, გააკონტროლოს, რამდენად ხდება მასწავლებლების მხრიდან დირექციის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.


4.      პორტფოლიოში ჩადებულ თითოეულ დოკუმენტს საჭიროა თან ახლდეს მასწავლებლის კომენტარი.არსებობს კომენტარის სხვადასხვა ტიპი. წერილობითი კომენტარის რომელ ტიპს წარმოადგენს მასწავლებლის მიერ გაკეთებული შემდეგი კომენტარი:

,,ახალი მეთოდით ჩატარებულ აქტივობასთან დაკავშირებით, დამსწრე ფასილიტატორისგან მივიღე უკუკავშირი, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდა...“

მიზნის ამსახველი წერილობითი კომენტარი;
) დოკუმენტის ავთენტურობის შემოწმების და შეფასების შედეგების ამსახველი წერილობითი კომენტარი.
) შინაარსის ამსახველი წარწერების, სათაურის სახით გადმოცემული წერილობითი კომენტარი;
) განსჯის შედეგად მიღებული წერილობითი კომენტარი;
           
5.      რატომ უწოდებენ პორტფოლიოს გამოყენებით მასწავლებლის საქმიანობის შეფასებასსამართლიანშეფასებას.

) მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოზე დაყრდნობით მისი საქმიანობის შეფასება უნიფიცირებული და სტანდარტულია. შესაბამისად, გამორიცხულია შემფასებლების სუბიექტური მიდგომები;

) მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოზე დაყრდნობით მისი საქმიანობის შეფასება  მოიაზრებს მასწავლებლის სამუშაო სტაჟს და ავტორიტეტს, რაც დასტურდება მისი კომპეტენციებით.

) პორტფოლიოში წარმოდგენილია მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი სისტემური და დოკუმენტური მტკიცებულებებირომლებიც თავისთავად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციებს.





Комментариев нет:

Отправить комментарий