26 ნოემბერს სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ფასილიტატორ დიმიტრი პოპოვთან ერთად გავიხსენეთ და შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები. დისკუსიის დროს ვიმსჯელეთ როგორ გამივიყენებთ ტრენინგზე გამოყენებულ საკითხებს საკლასო ოთახში და რა შედეგს მივაღწევთ. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება,კონსტუქტივიზმის, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეების დაინტერესებაში, თვითდაჯერებულობის და მოტივაციის ამაღლებაში,რაც დაეხმარება მმოსწავლეებს ნასწავლი მასალა გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობასა და ყოფა-ცხოვრებაში.
ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა.
საჭიროება 1. მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარის ნაკლებობა. მის აღმოსაფხვრელად მოვძებნით ოპტიმალურ გზას გამოვიყენებთ წერილობითი მსჯელობის მეთოდს ამოცანის ამოხსნისა თუ კვლევის დროს,რატომ აირჩია ამოხსნის ესა თუ ის გზა.
საჭიროება 2. უჭირთ ფორმულების დამახსოვრება და მათი გამოყენება მაგალითების ამოხსნისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий