“ მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლების მიდგომები ”
მოდული
1
“მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს მახასიათებლები”
ინფორმაცია
მონაწილეებისთვის
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს
ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის
(MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ
გამოცემაში, არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის
ან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
მოდულის ზოგადი მიზნები
ტრენინგი
მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს
მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი
ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების
დაუფლებაში. ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების
მამოტივირებული ფაქტორები, დაანახოს მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და
მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს
შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება
სწავლების პროცესში.მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები ხელს შეუწყობს
მონაწილეებს,ისე წარმართონსასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში
მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და
პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების
პროცესშიინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.
მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ტრენინგის ბოლოს მონაწილე შეძლებს:
● დაადგინოს
და გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხავავებები (მაგ.: გენდერი, სოციალური,
კოგნიტური, აფექტურ-ემოციური, სწავლის სტილი, ეთნიკური მიკუთვნებულობა, სპეციალური
საჭიროებები);
გამოიყენოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომები და სტრატეგიები მოსწავლეების ინტერესების გასათვალისწინებლად და თვითრწმენის ასამაღლებლად;
გამოიყენოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომები და სტრატეგიები მოსწავლეების ინტერესების გასათვალისწინებლად და თვითრწმენის ასამაღლებლად;
● დაადგინოს მოსწავლეთა მამოტივირებული ფაქტორები და გამოიყენოს მოტივაციის ამაღლების შესაბამისი სტრატეგიები, რათა გაზარდოსმათი ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცესში;
●
დაგეგმოს
და წარმართოს სასწავლო პროცესი მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების
გათვალისწინებით;
● წარმართოს
სასწავლო პროცესი იმგვარი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენებით, რომლებიც ხელს
შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის
სააზროვნო
უნარების განვითრებას (მაგ.:კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება);
●
განახორციელოს
სწავლების პროცესში ისეთი პრაქტიკული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.
დღე
1 (6 საათი):
ტრენინგ- პროგრამის კომპონენტი
|
სესიების მიზნები და შესაბამისი აქტივობები
|
სესია I:მოსწავლეთაინდივიდუალური თავისებურებები
დრო:
4 სთ.
|
სესიის
მიზნებია:
● მონაწილეებმა
განსაზღვრონ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები;
● გამოიყენონ
თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტები;
● მოსწავლეთა
თავისებურებების გათვალისწინებით შეიმუშაონ დიფერენცირებული მიდგომა.
აქტივობები/სწავლებისსტრატეგიები:
·
ტრენინგისთვის შესამზადებელი
აქტივობები:პრაქტიკულიაქტივობა: მონაწილეთაურთიერთდაკვირვება
·
ჯიგსოუაქტივობა
·
პრაქტიკისანალიზი
·
პრაქტიკაზერეფლექსია
·
დისკუსია; მუშაობაჯგუფებში/წყვილებში
·
მონაწილეებისმიერპრეზენტაციისჩატარება
·
ტრენერისმიერინტერაქტიულიმინი-პრეზენტაციისჩატარება
·
მონაწილეთა
ურთიერთშეფასება
|
სესია II:მოსწავლეთა მოტივაციის როლი სწავლების
პროცესში
დრო:
2 სთ.
|
სესიის მიზნებია:
მონაწილეებმა
გაიაზრონ მოსწავლეებში მოტივაციის
შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობა;შეძლონ მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში
გამოყენება.
აქტივობები/სწავლებისსტრატეგიები:
·
პირად გამოცდილებაზე რეფლექსია;
·
სიტუაციური ამოცანების ანალიზი;
·
მუშაობა წყვილებში/ჯგუფებში;
·
დისკუსია/დებატი;
·
ტრენერის მიერ ჩატარებული ინტერაქტიულ მინი-პრეზენტაცია;
·
ვიდეოჩვენება და ანალიზი;
·
აქტივობა: „გასეირნება გალერეაში“;
·
ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებაზე რეფლექსია.
|
დღე 2
ტრენინგ- პროგრამის კომპონენტი
|
სესიის/სესიების მიზნები და შესაბამისი
აქტივობები
|
სესია I:კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი
პრინციპები
სესიის დრო: 2 სთ. 40 წთ
|
სესიისმიზნებია:
სწავლებისპროცესში
მასწავლებლებმაგაითვალისწინონკონსტრუქტივისტულითეორიები; გაიაზრონმოსწავლეთაწინარეცოდნის, გამოცდილებისადაშეხედულებებისგათვალისწინებისმნიშვნელობა.
აქტივობები:
·
წინატრენინგისრეფლექსია;
·
ვიდეოჩვენება და მისი ანალიზი;
·
ჯიგსოუაქტივობა - ინფორმაციის ურთიერთგაზიარება;
·
სიტუაციური ამოცანების ანალიზი (პრობლემური სიტუაცია);
·
დისკუსია; მუშაობაჯგუფებში/წყვილებში;
·
მონაწილეებისმიერპრეზენტაციისჩატარება;
·
მონაწილეთა მიერ
ურთიერთშეფასება;
·
აქტივობა -
კითხვა-პასუხი;
·
ტრენერის
უკუკავშირი;
·
ტრენერისმიერინტერაქტიულიმინი-პრეზენტაციისჩატარება;
·
პრე-ტესტი - პოსტ-ტესტი:
მიღებული ცოდნის შეფასება:
·
პრობლემაზე
დაფუძნებული დავალების შესრულება და პრეზენტაცია.
|
სესია II:მაღალი დონის სააზროვნო უნარები და მათი განვითარების
მნიშვნელობა; პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება
სესიის დრო: 3 სთ. 20 წთ
|
სესიის მიზნებია:
·
მასწავლებლებმა
შეძლონ მოსწავლეებისთვის მაღალი დონის სააზროვნო უნარების
განმავითარებელი დავალებების
შეთავაზება; ხელიშეუწყოს მოსწავლეებშიკრიტიკული აზროვნების, პრობლემების ანალიზისა და მათი გადაჭრის
უნარების განვითარებას.
·
მასწავლებლებმა
წაახალისონ
აქტიური, პრაქტიკული სწავლის პროცესი, რაც გაუადვილებს მოსწავლეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
აქტივობები:
·
დისკუსია; მუშაობაჯგუფებში/წყვილებში;
·
აქტივობა: „სასწავლო
გაჩერებები“;
·
ჯიგსო - ინფორმაციის
ურთიერთგაზიარება;
·
პრაქტიკული აქტივობა
--კვლევის უნარების განვითარება;
·
პრაქტიკული აქტივობა:
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შემუშავება;
·
პრაქტიკული აქტივობის
ანალიზი;
·
ინტერაქტიური მინი-პრეზენტაცია
- ინფორმაციის შეჯამება;
·
ტრენინგის შეფასება.
|
მონაწილეთა
შეფასების სისტემა და სერტიფიკატის გაცემის პირობები
თითოეული მოდული ფასდება შემდეგიშეფასების კომპონენტებით:
იმისათვის, რომ მონაწილეს
ზოგადპროფესიული კურსი გავლილად ჩაეთვალოს და მიენიჭოს კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატი,
რომლის საფუძველზეც იგი შეძლებს ერთი კრეტიდქულის მოპოვებას, მონაწილემ ყოველი მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს
შემდეგი მოთხოვნები:
● გადალახოს
შეფასების მინიმალური ზღვარი - 60% (წინასატრენინგო დავალება; საკლასო დაკვირვება;
ტრენინგის შემდგომი საშინაო დავალება);
● დაესწროს
მოდულის მინიმუმ 10 საათს (80%).
ტრენინგის
მონაწილეებს ასევე მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ტრენინგის შემდგომ დაგეგმილ
სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში[4](ორი სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა - სულ 6 საათი ორი თვის პერიოდზე გადანაწილებული). სამუშაო ჯგუფების შეხვედრები
მონაწილეების მიერ ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას უშუალოდ უკავშირდება და ეხმარება
მათ მიღებული ცოდნისა და უნარების გაღრმავებასა და პრაქტიკაში გადატანაში.
პროგრამის
შეფასების სისტემა:
მონაწილეები ტრენინგის შემდეგ ავსებენ
ტრენინგის შეფასების ფორმას (იხ. ბმულიhttps://goo.gl/forms/IAGGsvNqVs4RVZYM2)[5]
●
პროექტის
მართვის ჯგუფი და პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს სატრენინგო პროცესზე დაკვირვებას;
●
პროექტის
მართვის ჯგუფი ატარებს ტრენინგის მონაწილეთა სატელეფონო გამოკითხვას შემთხვევითი შერჩევის
მეთოდით ტრენინგის ეფექტურობის დასადგენად;
● ტრენერების მიერ წარმოდგენილი ტრენინგის დეტალური
ანგარიში.
დანართი
1: წინასატრენინგო დავალების შეფასების რუბრიკა
არადამაკმაყოფილებელი (1 ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
|
კარგი
(3 ქულა)
|
ძალიან კარგი
(4 ქულა)
|
მონაწილე ვერ ავლენს წინასაკითხავი
მასალის ცოდნას.
|
მონაწილე ნაკლებად ავლენს წინასაკითხავი
მასალის ცოდნას; მოჰყავს სულ
მცირე ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; უჭირს თავისი მოსაზრებების არგუმენტირებულად
დასაბუთება.
|
მონაწილე მეტწილად ავლენს წინასაკითხავი
მასალის ცოდნას; მოჰყავს სულ
მცირე ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; ძირითადად, ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად.
|
მონაწილე სრულად ავლენს წინასაკითხავი
მასალის ცოდნას; მოჰყავს სულ მცირე ორი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან,
ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად.
|
დანართი 2: ტრენინგის მონაწილეთა შეფასების რუბრიკა (ტრენინგის მსვლელობისას)
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
|
კარგი
(3 ქულა)
|
ძალიან კარგი
(4 ქულა)
|
მზაობა
|
ვერ ავლენს წინასატრენინგო დავალებაში წარმოდგენილი
საკითხავი მასალის ცოდნას
|
ნაწილობრივავლენს წინასატრენინგო დავალებაში წარმოდგენილი
საკითხავი მასალის ცოდნას
|
კარგადავლენსწინასატრენინგო დავალებაში
წარმოდგენილი საკითხავი მასალის ცოდნას
|
სრულადავლენსწინასატრენინგო დავალებაში
წარმოდგენილი საკითხავი მასალის ცოდნას
|
მონაწილეობა
|
არ მონაწილეობს აქტივობებში, ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად
|
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში, ძირითადად, პასიური მსმენელია
|
აქტიურად
მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობების უმრავლესობაში
|
აქტიურად
მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანიწვლილი ყველა აქტივობაში
|
თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად თანამშრომლობს კოლეგებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს; არ სცემს პატივს სხვების
მოსაზრებებს
|
იშვიათად თანამშრომლობს კოლეგებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს;
გამოხატავს პატივისცემას სხვების მიმართ
|
ხშირად თანამშრომლობს კოლეგებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს;
გამოხატავს
პატივისცემას სხვების მიმართ
|
ყოველთვის
თანამშრომლობს
წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს;
გამოხატავს
პატივისცემას სხვების მიმართ
|
მიმღებლობაახალი მიდგომებისადმი
|
არა აქვს გააზრებული მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების
მნიშვნელობა;
აშკარად
ავლენსუარყოფით დამოკიდებულებასმათ
მიმართ
|
მეტ-ნაკლებად აქვს გააზრებული მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების
მეთოდების მნიშვნელობა;ნაწილობრივ
ავლენს
მიმღებლობასმათდამი
|
კარგად
აქვს გააზრებულიმოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლების მეთოდების მნიშვნელობა;უმეტესადავლენს
მიმღებლობასმათდამი
|
სიღრმისეულად აქვს გააზრებული მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების
მეთოდების მნიშვნელობა;
სრულადავლენს
მიმღებლობასმათდამი.
|
დანართი 3: ტრენინგის
შემდგომი დავალების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
|
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
|
კარგი
(3 ქულა)
|
ძალიან კარგი
(4 ქულა)
|
დავალების
სისრულე
|
მონაწილეს დავალების
ძალიან უმნიშვნელო ნაწილი აქვს შესრულებული
|
მონაწილეს დავალების მცირე
ნაწილი აქვს შესრულებული
|
მონაწილეს დავალების ძირითადი
ნაწილი აქვს შესრულებული
|
მონაწილეს დავალებასრულად
აქვს შესრულებული
|
შესაბამისობა
დავალების ინსტრუქციასთან
|
ბუნდოვანია სიტუაციის შესაბამისობა
დავალების ინსტრუქციასთან
|
ზოგადად ჩანს სიტუაციის შესაბამისობა
დავალების ინსტრუქციასთან, მაგრამ აკლია კონკრეტულობა
|
ჩანს სიტუაციის შესაბამისობა დავალების
ინსტრუქციასთან
|
ნათლად ჩანს სიტუაციის შესაბამისობა
დავალების ინსტრუქციასთან
|
შესაბამისობა
საგნობრივ სტანდარტთან
|
დავალება და მისი მიზანი ნაკლებად
ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს
|
დავალება და მისი მიზანი ნაწილობრივ
ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს
|
დავალება და მისი მიზანი ძირითადად
ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს
|
სიტუაცია და დასახული მიზნები სრულად
ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს, ნათლად ჩანს მათ
შორის კავშირი
|
დაგეგმილი
აქტივობის მიზნობრიობა
|
დაგეგმილი აქტივობებიარ იძლევა
მიზნის მიღწევის საშუალებას
|
დაგეგმილი აქტივობები ნაწილობრივ
იძლევა მიზნის მიღწევის საშუალებას
|
დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა
იძლევა მიზნის მიღწევის საშუალებას
|
ყველა დაგეგმილი აქტივობა სრულად
იძლევა მიზნის მიღწევის საშუალებას
|
[1]წინასატრენინგო დავალება მონაწილეებს
ეგზავნებათ ელექტრონული სახით; დავალება შემოწმდება ტრენინგის მსვლელობისას
წარმოდგენილი რუბრიკის შესაბამისად (დანართი 1).
[2]ტრენერის მიერ მონაწილეების შეფასება ტრენინგის პროცესში. ტრენერი მონაწილეებს შეაფასებს ტრენინგის
მსვლელობის პროცესში წარმოდგებილი რუბრიკის შესაბამისად (დანართი 2).
[3] ტრენინგის შემდგომი
დავალება მონაწილემ ტრენერს უნდა გადაუგზავნოს ელექტრონულად ხუთ სამუშაო დღეში.
დავალება შემოწმდება წარმოდგენილი რუბრიკის შესაბამისად (დანართი 3).
[4]ინფორმაცია
თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები წარმოდგენილია „სამუშაო ჯგუფების
შეხვედრების გზამკვლევი“, რომელიც პროექტის ტრენინგში ჩართულ ფასილიტატორებს გადაეცემათ
პრეოქტის მიერ. სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გეგმა და შესასრულებელი დავალებების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია, იხ. დოკუმენტში „სამუშაო ფურცლები - დღე II”, გვ.
23-24.
[5]ტრენინგის
შემდეგ მონაწილემ უნდა გახსნას აღნიშნული ბმული და შეავსოს ტრენინგის შეფასების
ელექტრონული ფორმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий