Страницы

მოდ 3 ტრენინგისშემდგომი დავალება

                                          ტრენინგის შემდგომი დავალება

1. ამოირჩიეთ ჩამოთვლილთაგან  ერთი პროფესიული უნარი, რომელსაც ეფექტურად  იყენებთ თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
2. ამოირჩიეთ ჩამოთვლილთაგან ერთი პროფესიული უნარი,რომლის განვითარებაც გესაჭიროებათ.



#
პროფესიული უნარის დასახელება
პროფესიული განვითარების ანალიზი
I   უნარი
ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული,ემოციურად უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა
ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული,ემოციურად უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო ერთერთი აუცილებელი პირობაა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად და ვთვლი , რომ მე ეფექტურად ვიყენებ მას საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.ამ უნარის დასაუფლებლად წლები დამჭირდა, ჩემმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ  არასოდეს არ უნდა მოვიხსენი ჩემ მოსწავლეებ უარყოფით კონტექსტში სხვების თანდასწრებით. ამიტომ არ შევურაცხყოფ და არასოდეს ვზღუდავ მათ ავტორიტარული წესებით, ყოველთვის ვაძლევ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას და პატივისცემით ვეპყრობი მათ შეხედულებებს, საჭიროების შემთხვევაში კორექტულად ვაძლევ ხოლმე მითითებებს, ასეთი მიდგომა მათში ზრდის თვითშეფასებას და უვითარდებათ კომუნიკაციის უნარი. ყოველთვის ვცდილობ შევაფასო არა მხოლოდ შესრულებული სამუშაო არამედ წავახალისო მოსწავლეთა მონდომებაც, რადგანაც ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესის ზრდას და მათ ართულობას.  ვგეგმავ  ისეთი სახის აქტივობებს, ომლითაც ვცდილობ კლასის ყველა მოსწვლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, ვზრუნავ მათი მოტივაციის ამაღლებაზე.  ყოველთვის ვაგრძნობინებ მოსწავლეებს, რომ  ვინტერესდები მათი საქმეებით და პრობლემებით,ეს კი ურთიერთ პატივისცემის საწინდარია.
I I   უნარი
კომფორტული ფიზიკური გარემოს შექმნა,ფიზიკური გარემოს გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით
სასკოლო გარემოს სწორი მოწყობა უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის გარემოს, სადაც სწავლა და განვითარება კომფორტულ, უსაფრთხო და აკადემიურად მდიდარ სივრცეში ხდება. გარემოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხელმისაწვდომია რესურსები მოსწავლისთვის. კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა ერთადერთი რესურსი არ არის, რომელსაც მოსწავლე შეიძლება იყენებდეს. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ის ერთი შეხედვით აკადემიურად უსარგებლო გარემო (კორიდორები, ეზოები და სხვ.), რომელიც სინამდვილეში ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის, აგრეთვე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ინფორმაციის ეფექტურად გაცვლას. მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის არსებობა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობით და გამოცდილებით სწავლებას.ძალიან ხშირად საგანმანათლებლო მიზნით კომფორტული ფიზიკური გარემ ვერ იქმნება,რადგან სკოლაში ან კლასში არ გვაქვს შესაბამისი რესურსი ან ისეთი ირეა , რომ ვერ ვახერხებ საჭიროებისამებრ გამოყენებას. კაბინეტ - ლაბორატორიებში გვაქვს მოძველებული მერხები, რომელთა გადაადგილება ხშირ შემთხვევაში  ვერ ხერხდება.
სკოლაში მოსწავლეები თავს უკეთ გრძნობენ იქ, სადაც გარემო კომფორტულია. ეს გარემოს სისუფთავესაც გულისხმობს. ხშირად ნახავთ საკლასო ოთახში დაყრილ ქაღალდებს, მზესუმზირის ნაჭუჭებს, საწერი კალმების ნამტვრევებს და სხვ. ზოგიერთ სკოლაში პრობლემა ის არის, რომ კორიდორებში, საკლასო ოთახებში ან ეზოში ვერ ნახავთ ნაგვის ურნებს. ნაგვის ურნების არსებობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ნაგავთან ურთიერთობის  ჩვევების ჩამოყალიბებას და თავისთავად ცხადია სისუფთავის დაცვასაც.
ეფექტურად დაგეგმილი ფიზიკური სივრცე კი გვეხმარება სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში, აკადემიური მიზნების მიღწევასა და პოზიტიური ქცევების განმტკიცებაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий