Страницы

მოდ 1 წინასატრენინგო დავალება

წინასატრენინგო დავალება
მოდული 1
‘‘მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები’’

მოკლე აღწერა:

წინასატრენინგო მოსამზადებელ მასალაში განხილულია საკითხებირომლებიც აღწერს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებს დამათი სასწავლო პროცესში გათვალისწინების შესაძლებლობებსკერძოდ, მასალა ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა მოსწავლეების ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორ არის შესაძლებელი მათი ამოცნობა და გათვალისწინება; როგორ უნდა დაიგეგმოს კონსტრუქტივისტული გაკვეთილი;რომელი მეთოდები და სტარატეგიები უწყობს ხელს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას; როგორ შეიძლება ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა; რა მნიშვნელობა აქვს კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
წარმოდგენილი მასალა ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება:

     ტრენინგზე წარმოდგენილი საკითხებისა და პრაქტიკული აქტივობების სიღრმისეულ გააზრებაში;
     ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უკეთ შესრულებაში;
     ტრენინგის პროცესში მიმდინარე დისკუსიებსა და მსჯელობაში აქტიურად ჩართვაში;
     სატრენინგო საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებების არგუმენტირებულად წარმოდგენაში.

რეკომენდირებულია, რომ ტრენინგის მონაწილე წინასატრენინგო მოსამზადებელ მასალას სრულად გაეცნოს; წინასატრენინგო დავალების შესასრულებლად კი მონაწილემ უნდა დაამუშაოს სავალდებულო წინასატრენინგო მასალა (იხ. ცხრილი).








რეკომენდირებული წინასატრენინგო მასალა
სავალდებულო წინასატრენინგო მასალა
სრულად
სრულად
გვ. 3–10,16-19;
5.      
სრულად
6.       სასწავლო პროცესის დაგეგმვაროგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი?
გვ. 9-11;
გვ. 57-59, გვ. 134-168;
გვ. 6-18;
სრულად


ვიდეო რესურსები:




წინასატრენინგო საშინაო დავალება

დავალების მიზანი: მონაწილეების მიერ წინასატრენინგო საკითხავი მასალის შეჯამება.

დავალების ინსტრუქცია:
1.       წაიკითხეთ სავალდებულო წინასატრენინგო მოსამზადებელი მასალა და შეაჯამეთ მოცემულ ცხრილში;
2.       ელექტრონული სახით გაუგზავნეთ ტრენერებს;
3.       დავალება ტრენინგზე მოიტანეთ ამობეჭდილი სახით. მოცემული დავალების შეფასების რუბრიკა იხილეთ მომდევნო გვერდზე.

დავალების მოცულობასიტყვების საერთო რაოდენობა 150–200 სიტყვა.

1
გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საკითხავი მასალიდან ორისამი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი (საკითხი შეიძლება მოიცავდეს წინასატრენინგო საკითხავ მასალიდან ერთ, ან მეტ სტატიას თუ რესურსს).
2
მოცემული საკითხებიდან შეარჩიეთ ერთი თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოკლედ აღწერეთ იგი.
3
მოიყვანეთ თქვენი პრაქტიკიდან ამ საკითხის შესაბამის ორი მაგალითი.
4
არგუმენტირებულად დაასაბუთეთ, რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს საკითხი.
5
შეაფასეთ თქვენს მიერ შერჩეული საკითხის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.







დანართი 1: წინასატრენინგო დავალების შეფასების რუბრიკა

არადამაკმაყოფილებელი (1 ქულა)
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
კარგი
(3 ქულა)
ძალიან კარგი
(4 ქულა)
მონაწილე ვერ ავლენს წინასაკითხავი მასალის ცოდნას.
მონაწილე ნაკლებად ავლენს წინასაკითხავი მასალის ცოდნას; მოყავს სულ მცირე ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; უჭირს თავისი მოსაზრებების არგუმენტირებულად დასაბუთება.
მონაწილე მეტწილად ავლენს წინასაკითხავი მასალის ცოდნას; მოყავს სულ მცირე ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; ძირითადად ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად.
მონაწილე სრულად ავლენს წინასაკითხავი მასალის ცოდნას; მოყავს სულ მცირე ორი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან, ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად.




Комментариев нет:

Отправить комментарий