29 მაისს მოხდა სამუშაო ჯგუფის 1 შეხვედრა.
მიზანი: 1. ტრენინგზე განხილული საკითხების შეჯამება
2. გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა ფოკუსირებული დაკვირვებისათვის
მოვაწყეთ საერთო საკლასო დისკუსია და ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენებთ ტრენინგზე განხილულ საკითხებს ( პოზიტიური,უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა,მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება,დროის ეფექტური მართვა და მკაფიო ინსტრუქციების გაცემა,თანამშრომლობითი სწავლის სტილი) საკლასო პრაქტიკაში. მოვიყვანეთ მაგალითები.
ვისაუბრეთ პოზიტიური მართვის კომპონენტებზე ჩვენს პრაქტიკაში,მაგ. მივიღეთ ახალი ინფორმაცია,გავეცანით სიახლეებს.განვიხილეთ სირთულეები,რომლებიც შეიძლება გამოიკვეთოს სასწავლო პროცესის მართვის დროს და როგორ დავძლიოთ ისინი.
შევარჩიეთ საგაკვეთილო თემა მათემატიკის გაკვეთილისათვის "მონაცემთა შეგროვება და წარმოდგენა დიაგრამებით". პროფესიული საჭიროების მიხედვით დავისახეთ მიზანი,წამახალისებელი ატმოსფეროს შექმნა,დროის მართვა,ჯგუფური მუშაობის ჩატარება.შევიმუშავეთ კრიტერიუმები,რომლებითაც შევაფასებთ გაკვეთილს.გავაკეთეთ პრეზენტაციები,მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები : მოსწავლეს გამოუმუშავდეს რაიმე მოვლენის,პროცესისშესწავლისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებისთვის შესაფერისი საშუალებების შერჩევის უნარი.
მოსწავლეს შეეძლოს მოპოვებული მონაცემების მოწესრიგება. მონაცემებისკლასიფიკაცია რაიმე თვისების ან რაოდენობის მიხედვით.
მონაცემების წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის ან პიქტოგრამის სახით.
მოსწავლე გაიწაფოს კლასიფიცირებული მონაცემების სვეტოვანი და წრიულიდიაგრამით წარმოდგენაში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
მათ.VI.11. მოსწავლე მოიპოვებს საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივმონაცემებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ირჩევს მონაცემთა შეგროვების საშუალებას (მონაცემთა ამოკრება მოცემულიერთობლიობიდან) და იყენებს მას.
მათ. VI. 12. აწესრიგებს და წარმოადგენს თვისობრივ და რაოდენობრივმონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით:
ქმნის მონაცემთა ცხრილებს.
აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს
გაკვეთილის / აქტივობის ძირითადი მიზანი
სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი, შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები,საშუალო,მოდა
ც ო დ ნ ა: მოსწავლემ იცის მონაცემთა შეგროვების ხერხები. მათი კლასიფიკაცია. შეუძლია სიხშირეთა ცხრილის, დიაგრამის (სვეტოვანი, წრიული) პიქტოგრამის აგება.
უ ნ ა რ ე ბ ი: მოსწავლე შეძლებს დიაგრამების მიხედვით მონაცემების პოვნას და სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვებას. შეძლებს მონაცემთა საშუალოს და მოდის პოვნას. მათ გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში.
გაკვეთილის / აქტივობის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები: მთელი კლასი და ჯგუფები.
სასწავლო მასალა: ბარატები ჯგუფური დავალებით, ინდივიდუალური დავალებით, მათემატიკის სახელმძღვანელო (VIკლ. ავტ:გოგიშვილი, ვეფხვაძე) დაფა, ცარცი, დიაგრამები, ცხრილები, ბარათები, პოსტები
გაკვეთილის / აქტივობის ეტაპები
I წინასწარ
მოსწავლეთა აღრიცხვა, სასინაო დავალების გამოკითხვა
II განმავობაში
მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლების: საშუალო , მოდა განხილვა
ა) აქტივობა: ამოცანების ამოხსნა;
ბ) აქტივობა: მუშაობა ჯგუფებში;
გ) აქტივობა: კავშირი ყოფა-ცხოვრებაში;
დ) აქტივობა: სახელმძღვანელოზე მუშაობა.
გაკვეთილის თანმიმდევრობა:
აქტივობა 1.
სამოტივაციო საუბარი
აქტივობა 2.
კლასს ვყოფ ჯგუფებად (5–6 მოსწავლე), რომელთაც ვთავაზობ ამოცანებს:
1.ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვის დადგენა, რისთვისაც საჭიროა:
ცნობარებში და ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება.
მოსახლეობის რაოდენობის გაყოფა ქვეყნის ტერიტორიის ფართობზე.
მონაცემთა მოხერხებული წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილის და პიქტოგრამისსახით
კლასიფიცირებული მონაცემების წარმოდგენა სვეტოვანი და წრიულიდიაგრამით.
აქტივობა 3. პრეზენტაცია
ჯგუფები კლასის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
აქტივობა 4. შეფასება
შეფასდება თითოეული ჯგუფის მიერ წარმოგენილი ნამუშევრები.
III შემდეგ
მოსწავლეები იმუშავებენ ნაწილობრივ კლასში ერთობლივად, ნაწილობრივ კი შინ დამოუკიდებლად. შედეგებს ერთობლივი ინტერაქციით განვიხილავთ. შედეგი ნათელყოფს, თუ რამდენად არის მიღწეული მიზანი, ვის ესაჭიროება დახმარება. ამის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო გაკვეთილები.
Комментариев нет:
Отправить комментарий