Страницы

пятница, 1 декабря 2017 г.

მ ო დ უ ლ ი 1

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები

                     1.1     შესავალი

 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო“-   ინიცირებითმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს საჯარო სკოლის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების მასშტაბურ პროექტს (Training Educators For Excellence).
პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო სკოლის VII-XII კლასების მათემატიკისქიმიისფიზიკისბიოლოგიისგეოგრაფიისა და ინგლისურის მასწავლებლების პროფესული განვითარება. 2016-2018 წლებშიპროექტის ფარგლებში მასწავლებლები გაივლიან სატრენინგო კურსს ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტ ქულა) და საგნობრივ მეთოდიკაში (ერთი ოცდაოთხ საათიანი მოდული - 2 კრედიტ ქულა).

                                                                           1.2 ტრენინგის სტრუქტურა

ტრენინგ მოდული სამფაზიანი სტრუქტურითაა აგებული.

·         პირველი ფაზაწინასატრენინგო მოსამზადებელი მასალის გაცნობა და სავალდებულო წინასატრენინგო დავალების შესრულება;
·         მეორე ფაზა:      ტრენინგზე დასწრება და ჩართულობა;
·         მესამე ფაზა:     თითოეული ტრენინგის დასრულების შემდეგსკოლებში, პროექტის ფარგლებში სკოლის მიერ წარმოდგენილი ფასილიტატორების მიერ ორგანიზებულ, მასწავლებლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობა.  შეხვედრებზე მონაწილეები მათთვის ტრენინგის ბოლოს მიცემული დავალებების შესაბამისად იმუშავებენ. დავალებების შესრულება ხელს შეუწყობს მასწავლებლებს ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და უნარების გაღრმავებასა და პრაქტიკაში დანერგვაში.


Комментариев нет:

Отправить комментарий